ვირშელ I ქვენიფნეველი
ვირშელ I ქვენიფნეველი (გ. დაახლ. 1270) — ცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XIII საუკუნის 50-60-იან წლებში, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი.
ცნობილია ერისთავთა საგვარეულო მატიანიდან — „ძეგლი ერისთავთა“. ვირშელი, როგორც ჩანს, ცხრაზმის პირველი ერისთავი ყოფილა. მატიანის მიერ გადმოცემული ცნობები მისი წინამორბედების შესახებ უფრო ლეგენდარული ხასიათისაა. ამავე წყაროს ცნობით ვირშელი გარდაცვლილა „ადარნასეს“ გამეფების ახლო ხანებში. ასეთი მეფე იმ დროის საქართველოში არ ყოფილა, მასში უნდა იგულისხმებოდეს დემეტრე II, რომელიც ტახტზე 1270 წელს ავიდა. ვირშელს დარჩა 3 წლის ძე შალვა, რომელიც სამეფო კარზე აღიზარდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 105.
- არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 82-83, 92-93.
- ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003. — გვ. 201.
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 176.