ვიჟლა (უნგრ. Vizsla), უნგრული მოკლებეწვიანი მეძებარი — მონადირე ძაღლის ჯიში. გამოყვანილია უნგრული და თურქული მდევრების, კურცჰაარის, პოინტერის და სხვა ჯიშების საფუძველზე. თანამედროვე იერი შეიძინა XX საუკუნის დასაწყისში. 1917 წლიდან აშენებენ წმინდა სისხლის ვიჟლებს. გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. აქვს მაგარი და ჰარმონიული აგებულების სხეული. სიმაღლე მინდაოში 55–61 სმ, მასა 22–30 კგ. დაფარულია სხვადასხვა ელფერის წითური ბეწვით. იყენებენ ფრთოსნებზე სანადიროდ, დაჭრილი ნადირ-ფრინველის მოსაძებნად, აგრეთვე კომპანიონ ძაღლად.[1]

ვიჟლას ნაბული

მოკლებეწვიანი ვიჟლის და დრატჰაარის შეჯვარებით გამოყვანილია უხეშბეწვიანი ვიჟლა, რომელიც უფრო დიდი ზომისაა.[1]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Бедель В. В. Венгерские легавые // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 76.