ვინჩი (ქალაქი)
ვინჩი — ქალაქი (città)[1] და ტოსკანის რეგიონის ფირენცეს პროვინციის კომუნა იტალიაში. ქალაქის შემოგარენში მდებარეობს რენესანსის ეპოქის პოლიმათის, ლეონარდო და ვინჩის დაბადების ადგილი.
კომუნა | |
---|---|
ვინჩი Comune di Vinci | |
ქალაქის გალავანი | |
ქვეყანა | იტალია |
დაქვემდებარება | იტალიის კომუნა |
რეგიონი | ტოსკანა |
პროვინცია | ფლორენცია |
კოორდინატები | 43°47′00″ ჩ. გ. 10°55′00″ ა. გ. / 43.78333° ჩ. გ. 10.91667° ა. გ. |
კომუნის მერი | ჯუზეპე ტორჩია |
ფართობი | 54,19 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 97 მ |
ოფიციალური ენა | იტალიური ენა |
მოსახლეობა | 14 582 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 269,09 კაცი/კმ² |
ეთნოქორონიმი | ვინჩელები |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 0571 |
საფოსტო ინდექსი | 50059 |
საავტომობილო კოდი | FI |
ოფიციალური საიტი | comune.vinci.fi.it |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქს გარს ტოსკანის გორაკები არტყამს. ლანდშაფტი კულტივირებულია და ფართოდაა გავრცელებული ვენახები და ზეთისხილის ბაღები.
ისტორია
რედაქტირებაქალაქთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ფიგურა, ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს, ანჩიანოსა და ფალტოგნანოს შორის მდებარე, ვინჩიდან 3 კილომეტრით დაშორებულ ფერმერულ სახლში დაიბადა. მისი სრული სახელი „ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩი“ სიტყვასიტყვით „ვინჩელი პიეროს შვილს ნიშნავს“. ყოველწლიურად, ნახევარმილიონამდე ტურისტი სტუმრობს მისი დაბადების ადგილას მდებარე ლეონარდოს მუზეუმს.[2]
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- Museo Leonardiano — ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი. ამ მუზუმში დავინჩის რვეულში ჩანახატი რამდენიმე გამოგონებაა გამოფენილი.
- Casa Natale di Leonardo — ლეონარდო და ვინჩის დაბადების სახლი. სახლში მისი რამდენიმე რეპროდუქციაა გამოფენილი.
- „სანტა-კროჩეს“ ეკლესია — XIII საუკუნეში აშენებული და შემდგომ ნეო-რენესანსის სტილში გადაკეთებული ტაძარი.
-
ხედი ქალაქზე
-
სანტა-კროჩეს ეკლესია
-
ლეონარდოს დაბადების სახლი
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებავინჩის ორი ოფიციალურად დაძმობილებული ქალაქი ჰყავს:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Statuto del comune di Vinci Italian (PDF). ციტირების თარიღი: 11 June 2013.[მკვდარი ბმული]
- ↑ Vinci: A Visit to Leonardo’s Home Town. Offbeattravel.com. ციტირების თარიღი: 19 June 2012.
- ↑ Gemellaggi Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 June 2013.