ვინტერთური
ვინტერთური (გერმ. Winterthur) — ქალაქი ჩრდილოეთ შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანია და ამ მხრივ წარმოადგენს შვეიცარიის სიდიდით მე-6 ქალაქს. დღეისათვის, ვინტერთური მომსახურებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრია. მდებარეობს ციურიხის სიახლოვეს, 30 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მატარებლით 18 წუთის სავალ მანძილზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვინტერთური გერმ. Winterthur | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
კანტონი | ციურიხი | ||||
შიდა დაყოფა | Stadt, Wülflingen, Seen, Töss, Mattenbach, Veltheim და Oberwinterthur | ||||
კოორდინატები | 47°30′00″ ჩ. გ. 8°45′00″ ა. გ. / 47.50000° ჩ. გ. 8.75000° ა. გ. | ||||
მმართველი | Michael Künzle[1] | ||||
პირველი ხსენება | 919 | ||||
ფართობი | 68,07 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 439 მ | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
მოსახლეობა | 102 966 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 1 516 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ცენტრალური ევროპის დრო და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 052 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8400 | ||||
საავტომობილო კოდი | ZH | ||||
ოფიციალური საიტი | stadt.winterthur.ch | ||||
ვინტერთური გერმანიასთან და იტალიასთან დაკავშირებულია პირდაპირი სარკინიგზო ხაზით, ასევე ემსახურება ციურიხის აეროპორტი. ამავე დროს, წარმოადგენს რეგიონულ სატრანსპორტო კვანძს. მისი სარკინიგზო სადგური ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია მთელს შვეიცარიაში.