ბერნჰარდ ვინდშაიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ვინდშაიდი, ბერნჰარდ)

ბერნჰარდ ვინდშაიდი (გერმ. Bernhard Windscheid; დ. 26 ივლისი, 1817, დიუსელდორფი — გ. 26 ოქტომბერი, 1892, ლაიფციგი) — გერმანელი იურისტი.

ბერნჰარდ ვინდშაიდი

ვინდშაიდი სამართალმცოდნეობას ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1838 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა ბონის უნივერსიტეტში. 1847 წლიდან მოღვაწეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. კერძოდ, ბაზელში (1847-1852), გრაიფსვალდში (1852-1857), მიუნხენში(1857-1871), ჰაიდელბერგსა(1871-1874) და ლაიფციგში(1874-1892). 1874-1883 წლებში ვინდშაიდი იყო გერმანიის სამოქალქო სჯულდების პირველი სარედაქციო კომისიის წევრი. გერმანიის სამოქალაქო სჯულდების პროექტის პირველი ვარიანტზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ვინდშაიდის „პანდექტური სამართლის სახელმძღვანელომ“. ვინდშაიდი არის XIX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებული ფიქციის თეორიის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული პირი არის მოჩვენებითი სუბიექტი. ვინდშაიდი ასევე, იურიდიულ პირს მიაწერდა დელიქტუნარიანობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Festschrift zum fünfzigjährigen Doktorjubiläum von Bernhard Windscheid am 22. Dezember 1888. Hrsg. von der Rostocker Juristenfakultät. Neudruck der Ausgabe Rostock 1888. Scientia, Aalen 1979, ISBN 3-511-00906-5.
  • Ulrich Falk: Ein Gelehrter wie Windscheid. Erkundungen auf den Feldern der sogenannten Begriffsjurisprudenz (= Studien zur europäischen Rechtsgeschichte. Band 38). Frankfurt am Main 1989, ISBN 3-465-01866-4 (Dissertation).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება