ვილჰელმ ლუდვიგი (ანჰალტ-კიოტენის მთავარი)

ვილჰელმ ლუდვიგ ანჰალტ-კიოტენელი (გერმ. Wilhelm Ludwig von Anhalt-Köthen) — ანჰალტ-კიოტენის მთავარი ასკანიების დინასტიიდან.

ვილჰელმ ლუდვიგ ანჰალტ-კიოტენელი
Wilhelm Ludwig von Anhalt-Köthen
ანჰალტ-კიოტენის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1650
მმართ. დასასრული: 1665
წინამორბედი: ლუდვიგ I ანჰალტ-კიოტენელი
მემკვიდრე: ლებრეხტ ანჰალტ-კიოტენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 აგვისტო 1638
გარდ. თარიღი: 13 აპრილი 1665
მეუღლე: ელიზაბეთ შარლოტ ანჰალტ-ჰარცჰეროდი
შვილები: არ ჰყოლია
დინასტია: ასკანიები
მამა: ლუდვიგ I ანჰალტ-კიოტენელი
დედა: სოფია ლიპსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვილჰელმ ლუდვიგი იყი ანჰალტ-კიოტენის მთავრის, ლუდვიგ I-ისა მისი მეორე მეუღლის, სოფია ლიპსის უმცროსი შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ, 1650 წელს, ვილჰელმ ლუდვიგმა მიიღო ანჰალტ-კიოტენის მთავრის ტიტული. 1653 წლამდე რეგენტის ხარისხით ანჰალტ-კიოტენს მართავდა მისი ბიძა, ავგუსტ ანჰალტ-პლოცკაუელი. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1653 წელს, რეგენტობა გადავიდა ავგუსტის შვილობილებზე, ლებრეხტსა და ემანუელზე და დასრულდა 1659 წელს, როცა ვილჰელმ ლუდვიგმა სრულწლოვანებას მიაღწია.

1663 წლის 23 აგვისტოს ვილჰელმ ლუდვიგი დაქორწინდა პრინცესა ელიზაბეთ შარლოტ ანჰალტ-ჰარცჰეროდზე. ქორწინება უშვილო გამოდგა. ახალგაზრდა მთავარი 1665 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია წმ.იაკობის კიოტენის ეკლესიაში. ვილჰელმ ლუდვიგის სიკვდილთან ერთად ასკანიების ანჰალტ-კიოტენის ხაზიც გაქრა. ანჰალტ-კიოტენის სამთავრო გადაეცა ანჰალტ-პლოცკაუს, თუმცა შეინარჩუნა თავისი სახელწოდება.