ვილჰელმ ტვიროსელი

(გადამისამართდა გვერდიდან ვილჰელმ დე ტირი)

ვილჰელმ ტვიროსელი ან გიიომ ტვიროსელი (ლათ. Willelmus Tyrensis; დ. 1130 — გ. 29 სექტემბერი, 1186) — შუა საუკუნეების პრელატი და მემატიანე. მას, როგორც ტვიროსის არქიეპისკოპოსს ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ვილჰელმ II, მისი წინამორბედის — ვილჰელმ მელინესელისაგან განსასხვავებლად. ვილჰელმ ტვიროსელი გაიზარდა იერუსალმში, იერუსალიმის სამეფოს ძლიერების მწვერვალზე ყოფნის დროს, რომელიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ დაარსდა. მან 20 წელი გაატარა ლიბერალური ხელოვნებისა და კანონის სამართლის შესწავლაში ევროპის უნივერსიტეტებში.

ვილჰელმ ტვიროსელი

ვილჰელმ ტვიროსელი წერს თავის ისტორიას, მე-13 საუკუნის ძველი ფრანგული თარგმანიდან.
მშობლიური სახელი ფრანგ. Guillaume de Tyr
ლათ. Willelmus Tyrensis
დაბადების თარიღი 1130
იერუსალიმი, იერუსალიმის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1186
ტვიროსი, იერუსალიმის სამეფო
ეროვნება ფრანგი
საქმიანობა არქიეპისკოპოსი, მემატიანე
ცნობილია როგორც შუასაუკუნეების მემატიანე
წოდება ტვიროსის არქიეპისკოპოსი
(1175-1186)
წინამორბედი ფრიდრიხ დე ლა როჩე
მემკვიდრე იოსიუსი
რელიგია კათოლიციზმი

ვილჰელმი 1165 წელს დაბრუნდა იერუსალიმში. მალევე მეფე ამალრიკმა მას ბიზანტიის იმპერიასთან ელჩის ტიტული უბოძა. იგი მომავალი მეფის — ბალდუინ IV-ის აღმზრდელი გახდა და სწორედ მან აღმოაჩინა, რომ უფლისწული კეთრით იყო დაავადებული. ამალრიკის გარდაცვალების შემდეგ, ვილჰელმმა დაიკავა კანცლერის და ტვიროსის ეპისკოპოსის — იერუსალიმის სამეფოში ორი უმაღლესსი თანამდებობა, ხოლო 1179 წელს მეთაურობდა აღმოსავლეთის დელეგაციას ლატერანის მესამე საეკლესიო კრებაზე. ვილჰელმი ჩაება დინასტიურ ბრძოლებში, რომელიც განვითარდა ბალდუინის მმართველობისას და მისი სიტუაცია გაუარესდა მაშინ, როდესაც ოპონენტები დაწინაურდნენ სამეფო კარზე. იგი გადაგზავნეს იერუსალიმის საპატრიარქოში, სადაც გაურკევლობაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ 1186 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E.A. Babcock and A.C. Krey. Columbia University Press, 1943.

მეორეული

რედაქტირება
  • John Carl Andressohn, The Ancestry and Life of Godfrey of Bouillon. Indiana University Publications, Social Science Series 5, 1947.
  • Susan M. Babbitt, "William of Tyre." Dictionary of the Middle Ages, ed. Joseph Strayer. New York: Charles Scribner's Sons, 1989, vol. 12.
  • Marshall W. Baldwin, "The Decline and Fall of Jerusalem, 1174–1189." A History of the Crusades (gen. ed. Kenneth M. Setton), vol. 1: The First Hundred Years (ed. Marshall W. Baldwin). University of Wisconsin Press, 1969.