ვილიავისენსიო
ვილიავისენსიო (ესპ. Villavicencio) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კოლუმბიაში, მეტის დეპარტამენტის დედაქალაქი. 2005 წლის მონაცემებით, მოახლეობა 361 058 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ ბოგოტის სამხრეთ-დასავლეთით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვილიავისენსიო Villavicencio | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
დეპარტამენტი | მეტა | ||||
კოორდინატები | 4°09′00″ ჩ. გ. 73°38′00″ დ. გ. / 4.15000° ჩ. გ. 73.63333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 6 აპრილი, 1840 | ||||
ფართობი | 1 328 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 467 მ | ||||
მოსახლეობა | 384 131 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 290 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +57 8 | ||||
საფოსტო ინდექსი | 50001[1] | ||||
ოფიციალური საიტი | semvillavicencio.gov.co | ||||
ვილიავისენსიო გაშენებულია დიდი კოლუმბიურ-ვენესუელურ ვაკეზე, რომელსაც ლიანოსს უწოდებენ, ტროპიკული კლიმატის ზონაში. უზარმაზარ მთებთან და დიდ ვაკესთან სიახლოვის გამო, ვილიავისენსიო კოლუმბიის გეოლოგიური მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია. დილას და საღამოს ქალაქში ცივი ბრიზი ქრის, მაშინ, როდესაც დღე საშინლად ცხელია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-12-29 საიტზე Wayback Machine.