ვილენ ეგიაზაროვი (დ. 31 მარტი, 1933, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1957 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ექიმთა მომზადების ფაკულტეტი.

1957–1960 წლებში იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში სამხედრო საჰაერო ძალების ექიმი–თერაპევტი; 1963–1966 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1971–1979 წლებში მუშაობდა მე–7 საავადმყოფოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1979 წლიდან ქალაქის მე–7 საავადმყოფოს კლინიკურ ორდინატორად, რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მეორადი არტერიალური ჰიპოტონიები წყლულოვანი დაავადების და ქრონიკული გასტრიტის დროს“, დაიცვა 1969 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000. გვ. 97

რესურესბი ინტერნეტში

რედაქტირება