ვილემ ეინტჰოვენი (ნიდერლ. Willem Einthoven; დ. 21 მაისი, 1860, სემარანგი, კუნძ. იავა, ჰოლანდიის ოსტინდოეთი, ახლანდ. ინდონეზია, — გ. 29 სექტემბერი, 1927) — ნიდერლანდელი ელექტროფიზიოლოგი. 1924 წელს გულის კუნთის ელექტროფიზიოლიოგიური თვისებების აღმოჩენისა და ელექტროკარდიოგრაფის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ვილემ ეინტჰოვენი
ნიდერლ. Willem Einthoven
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1860(1860-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი სემარანგი
გარდ. თარიღი 29 სექტემბერი, 1927(1927-09-29)[12] [2] [3] (67 წლის)
გარდ. ადგილი ლეიდენი[12] [13]
დასაფლავებულია Oegstgeest
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო
საქმიანობა გამომგონებელი, ექიმი, ფიზიოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[6] [8]
მუშაობის ადგილი ლეიდენის უნივერსიტეტი[6]
ალმა-მატერი უტრეხტის უნივერსიტეტი[14]
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[8]
მეუღლე Frédérique Jeanne Louise de Vogel
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[15] [16] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[17] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[18]

დაიბადა კუნძულ იავაზე სამხედრო ექიმის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1870 წელს ოჯახი ჰოლანდიაში დაბრუნდა. 1885 წელს ეინტჰოვენმა უტრეხტის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიიღო, 1886 წლიდან გარდაცვალებამდე ლეიდენის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი იყო. 1903 წელს შექმნა სიმიანი გალვანომეტრი (ეინტჰოვენის გალვანომეტრი), რომლის მეშვეობითაც გულის კუნთის შეკუმშვით წარმოქმნილი ელექტრული პოტენციალის ცვლილებების გაზომვა და გრაფიკული რეგისტრაცია მოახდინა. ამ მეთოდს თავადვე ელექტროკარდიოგრაფია უწოდა. ეინტჰოვენმა დაადგინა, რომ გულის სხვადასხვა დაავადების დროს აღძრული იმპულსების ტიპები განსხვავებული იყო. 1908-1913 წლებში მან დეტალურად შეისწავლა გულის კუნთის ნორმალური მუშაობის ელექტროფიზიოლოგიური მახასიათებლები, განსაზღვრა ელექტროკარდიოგრამის ჩასაწერად ელექტროდების განლაგების წერტილები და დაადგინა სტანდარტული განხრები, რომლებიც დღემდე გამოიყენება. ეინტჰოვენის ხელსაწყოს კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა უკავშირდება ბრიტანელ ექიმ ტომას ლიუისს, რომელსაც ეინტჰოვენთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მიმოწერა ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Willem Einthoven — 2009.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Who Named It?
  5. KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 6.2 Leidse Hoogleraren
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 8.2 Onze HoogleerarenRotterdam: Nijgh & Van Ditmar, 1898. — გვ. 19. — 363 გვრ.
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. GeneaStar
  11. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  12. 12.0 12.1 Эйнтховен Виллем // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. Digital Library for Dutch Literature — 1999.
  14. Mathematics Genealogy Project — 1997.
  15. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1924Nobel Foundation.
  16. Table showing prize amountNobel Foundation, 2019.
  17. http://www.invent.org/honor/inductees/inductee-detail/?IID=377
  18. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 110.