დოქტორი ვიკრამ ამბალალ სარაბჰაი ( ჰინ. विक्रम अंबालाल साराभाई ; დ. 12 აგვისტო, 1919 — გ. 30 დეკემბერი, 1971) — ინდოელი ფიზიკოსი და ასტრონომი , რომელმაც სათავე დაუდო კოსმოსის კვლევას და დიდი წვლილი შეიტანა ინდოეთში ბირთვული ენერგიის განვითარებაში. 1966 წელს გახდა პადმა ბჰუშანის და 1972 წელს პადმა ვიბჰუშანის (გარდაცვალების შემდგომ) ჯილდოების მფლობელი. მთელ მსოფლიოში ითვლება ინდური კოსმოსური პროგრამის მამად.

ვიკრამ სარაბჰაი
ჰინ. विक्रम साराभाई
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1919(1919-08-12)[1] [2]
დაბ. ადგილი აჰმადაბადი
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი, 1971(1971-12-30)[1] [2] (52 წლის)
გარდ. ადგილი ტირუვანანტაპურამი
მოქალაქეობა  ინდოეთი
საქმიანობა ფიზიკოსი და ინჟინერი
ალმა-მატერი სენტ-ჯონის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი[3] და Gujarat College
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Mrinalini Sarabhai
მამა Ambalal Sarabhai
შვილ(ებ)ი Mallika Sarabhai და Kartikeya Sarabhai
ნათესავ(ებ)ი Anasuya Sarabhai
ჯილდოები Shanti Swarup Bhatnagar Prize for Science and Technology, Padma Vibhushan in science & engineering და Padma Bhushan in science & engineering

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ვიკრამი და მრინალინი სარაბჰაი (1948)

სარაბჰაი წარმოშობით ინდოეთის ცნობილი მსხვილი მრეწველების ოჯახიდან იყო, რომლებიც მხარს უჭერდნენ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას. სწავლობდა აჰმედაბადის გუჯარათის კოლეჯში, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა ინგლისის კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც 1940 წელს ჩააბარა "ტრაიპოსის" გამოსაშვები გამოცდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში . 1945 წელს დაბრუნდა კემბრიჯში, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მისაღებად და 1947 წელს დაწერა ნაშრომი «Cosmic Ray Investigations in Tropical Latitudes».

ვიკრამ სარაბჰაი 1942 წელს დაქორწინდა კლასიკურ მოცეკვავე მრინალინზე. წყვილს ორი შვილი შეეძინა. მისმა ქალიშვილმა მალიკამ პოპულარობა მოიპოვა როგორც მსახიობმა და აქტივისტმა, ხოლო მისი ვაჟი — კარტიკეა ასევე მეცნიერი გამოვიდა. იგი ჯაინიზმის მიმდევარია.

 
დოქტორი ვიკრამ ა. სარაბჰაი (მარცხნივ), ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის (ISRO) თავმჯდომარე და ინდოეთის ატომური ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, და დოქტორი თომას ო. პეინი, NASA-ს ადმინისტრატორი, ხელს აწერენ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ უპრეცედენტო ექსპერიმენტზე კოსმოსური თანამგზავრის გამოყენებით, რომელიც გადასცემს საგანმანათლებლო სატელევიზიო პროგრამებს დაახლოებით ინდოეთის 5000 სოფელში.
 
სარაბჰაი 1972 წლის ინდოეთის მარკაზე

ფიზიკური კვლევის ლაბორატორია (PRL) დაარსდა 1947 წელს ვიკრამ სარაბჰაის მიერ. [4] PRL-ს მისი მოკრძალებული რეზიდენცია მდებარეობდა "RETREAT"-ში. პირველი კვლევა უკავშირდებოდა კოსმოსურ სხივებს.

ინსტიტუტი ოფიციალურად დაარსდა 1947 წლის 11 ნოემბერს აჰმედაბადის სამეცნიერო ინსტიტუტში [5] კარმშეტრას საგანმანათლებლო ტრასტის და აჰმედაბადის საგანმანათლებლო საზოგადოების მხარდაჭერით. პროფესორი კალპატი რამაკრიშნა რამანათანი იყო ინსტიტუტის პირველი დირექტორი. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო კოსმოსური სხივების და ატმოსფეროს ზედა ფიზიკური თვისებების კვლევაზე. კვლევის სფეროები მოგვიანებით გაფართოვდა. მოიცავდა თეორეტიკულ ფიზიკას და რადიოფიზიკას. შემდგომში ატომური ენერგიის კომისიის გრანტების წყალობით, ის ხელმძღვანელობდა საოჯახო ბიზნეს კონგლომერატს.

მეცნიერის ინტერესების სფეროში შედიოდა როგორც სამეცნიერო საქმიანობა, ასევე სპორტი და სტატისტიკა. მან შექმნა ოპერაციების კვლევის ჯგუფი (ORG), ქვეყანაში ბაზრის კვლევის პირველი ორგანიზაცია. მრავალ ინსტიტუტს შორის, რომელთა შექმნაში მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, იყო: აჰმადაბადში ნერუს განვითარების ფონდი, ინდოეთის მართვის ინსტიტუტი (IIMA), აჰმადაბადის ტექსტილის ინდუსტრიის განვითარების ასოციაცია (ATIRA) და (CEPT). მან მეუღლე მრინალინ სარაბჰაისთან ერთად დააარსა დარპანას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია. მის მიერ ინიცირებული ან დაარსებული სხვა პროექტები და ორგანიზაციებია: სწრაფი ნეიტრონული ტესტის რეაქტორი (FBTR) კალაკამეში, Kalpakkam-ში, Variable Energy Cyclotron Project კოლკატაში, Electronics Corporation of India Limited (ECIL) ჰაიდარაბადში- ში და Uranium Corporation of India Limited (UCIL) ჯადუგუდში, ჯარხანდი . სარაბჰაი იყო ინიციატორი ინდური თანამგზავრის წარმოების და გაშვების პროექტის. შედეგად, პირველი ინდური თანამგზავრი, Aryabhata, ორბიტაზე 1975 წელს გაუშვეს რუსული კოსმოდრომიდან. [4] ვიკრამ სარაბჰაი იყო ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის დამფუძნებელი.

გარდაცვალება

რედაქტირება

1971 წლის 30 დეკემბერს სარაბჰაის დაგეგმილი ჰქონდა ინდოეთის პირველი გამშვები მანქანის, SLV-ის დიზაინის შემოწმება ბომბეიში გამგზავრებამდე. ის ტელეფონით ესაუბრა APJ აბდულ კალამს . ზარის შემდეგ სარაბჰაი გარდაიცვალა. გული გაუჩერდა ტრივანდრამში (ახლანდელი ტირუვანანთაპურამი) 52 წლის ასაკში. მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს აჰმედაბადში.

საპატიო თანამდებობები

რედაქტირება
  • ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის ფიზიკის განყოფილების პრეზიდენტი (1962)
  • IAEA გენერალური კონფერენციის პრეზიდენტი, ვენა (1970)
  • ინდოეთის ატომური ენერგიის კომისიის თავმჯდომარე (1966–1971)
  • ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების შესახებ გაეროს მეოთხე კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი (1971)
  • კოსმოსური აპლიკაციების ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1963-1971 წწ.)

კულტურაში

რედაქტირება

2019 წლის 12 აგვისტოს Google-მა აღნიშნა სარაბჰაის დაბადების 100 წლისთავი. 2020 წლის 30 სექტემბერს ACK Media-მ ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციასთან ერთად გამოუშვა წიგნი „ვიკრამ სარაბჰაი: ინდოეთის პიონერული კოსმოსური პროგრამა“.

2022 წლის ვებ-სერიალი Rocket Boys გადაიღეს სარაბჰაის და ჰომი ჯ. ბჰაბჰას გამოგონილი ცხოვრების მიხედვით. მთავარ როლებს ასრულებენ იშვაკ სინგჰი და ჯიმ სარბი. [6] [7]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Mathematics Genealogy Project — 1997.
  4. 4.0 4.1 R.. (2003-04-03) Vikram Sarabhai (1919-1971): Architect of Indian space programme. ციტირების თარიღი: 2019-08-10
  5. BRIEF HISTORY. Physical Research Laboratory, Department of Space, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-28
  6. As a Historian of the Nuclear Program, I Can Only Laugh at the Howlers in Rocket Boys. ციტირების თარიღი: 2022-03-04
  7. 'Rocket Boys' Begins Well, Then Turns Into Hagiography With a Blatantly Communal Touch. ციტირების თარიღი: 2022-03-04