ჯონ უიკლიფი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიკლიფი, ჯონ)

ჯონ უიკლიფი (ინგლ. John Wycliffe; დ. 1320 — გ. 31 დეკემბერი, 1384) — ინგლისელი თეოლოგი და რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმის ადრეული პროპონენტი. მას ეკუთვნის ახალი აღთქმის ინგლისური თარგმანი ერთი სრული გამოცემით და ითვლება პროტესტანტული რეფორმაციის წინამორბედად.

ჯონ უიკლიფი

ვიკლიფი დაიბადა იპრესველში (ამჟამინდელი ჰიპსველი), იორკშირი, ინგლისი, დაახლოებით 1320-1330 წლებში. მისი ქადაგება და იდეები კათოლიკური ეკლესიის როგორც თეორიული, ასევე, განსაკუთრებით, პრაქტიკული ნორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის უარყოფდა წმინდანების და ხატების თაყვანისცემას, აღსარებას, ზიარების ტრადიციულ გაგებას, განსაწმენდელს. მისი მიზანი იყო მოციქულების დროინდელი სიმარტივისკენ მიბრუნება, რაც გამოიხატება ეპისკოპალური ეკლესიის პრესვიტერიანულ ეკლესიად გადაქცევის სურვილში. ეს ნიშნავდა ყველა საეკლესიო თემის დამოუკიდებლობას ეპისკოპოსის იურისდიქციის გარეშე, ეკლესიის მმართველობითი ცენტრების გაუქმებას. ამ მოსაზრებათა გასამყარებლად უიკლიფმა 1382 წელს ახალი აღთქმა ინგლისურ ენაზე თარგმნა. უიკლიფი მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ მან რეფორმატორულ იდეებს გზა გაუკვალა. უიკლიფის იდეები ინგლისში მოსწავლე ჩეხმა სტუდენტებმა სამშობლოში ჩაიტანეს, სადაც მან იან ჰუსის მოღვრებაში ჰპოვა გავრცელება.

გარდაიცვალა ლუტერუორზში (ლეცესტერთან) 1384 წელს. ითვლება, რომ ის შავი ჭირის მასიური ეპიდემიის პერიოდში მომაკვდინებელ სნეულებას გადაურჩა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება