ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/პატრიკ ზიუსკინდი
პატრიკ ზიუსკინდი (დაიბადა 1949 წლის 26 მარტს 19) არის გერმანელი მწერალი და სცენარისტი. ყველაზე მეტად ცნობილი თავისი რომანით პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია, რომელიც პირველად 1985 წელს გამოქვეყნდა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაზიუსკინდი დაიბადა გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად, Ambach-ის ტერიტორიაზე, შტარნბერგერ-ზეე-ს ტბასთან. მამამისი ვილჰელმ ემანუელ ზიუსკინდი იყო მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა გაზეთ Süddeutsche Zeitung-ში და იგი ცნობილია სახელგანთქმული გამოცემიდან: Aus dem Wörterbuch des Unmenschen = მონსტრის ლექსიკონი, (From the Dictionary of an Inhuman = არაადამიანური ლექსიკონი).[1] რომელიც წარმოადგენს ნაცისტური ეპოქის ენასთან დაკავშირებული ესეების კრიტიკულ კრებულს. პატრიკ ზიუსკინდი სკოლაში დადიოდა ჰოლჰაუზენში, პატარა ბავარიულ სოფელში. დედამისი სპორტულ ტრენერად მუშაობდა. მისი უფროსი ძმა - მარტინ ზიუსკინდი ასევე ჟურნალისტია. ზიუსკინდს ბევრი ნათესავი ჰყავს ვუტემბურგის არისტოკრატიული წრიდან, Johann Albrecht Bengel და Johannes Brenz, რომლებიც მას აქცევდნენ ეგვიპტის შთამომავლად და რეფორმატორად.
უნივერსიტეტისა და მისი სავალდებულო საკვალიფიკაციო ტესტირების შემდეგ, მან შეისწავლა შუა საუკუნეების და თანამედროვე ისტორია - მიუნხენის უნივერსიტეტში და ექს-ან-პროვანსი-ში 1968–1974 წლებში, მაგრამ არასდროს დაუმთავრებია. [2]მისი მშობლების დაფინანსებით, იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც დაწერა "ძირითადად მოკლე, გამოუქვეყნებელი ტექსტები და უფრო გრძელი სცენარები, რომლებიც ფილმებში არ იყო გადაღებული.".[3]
საქმიანობა
რედაქტირება1981 წელს მან პიესიდან პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მიიღო Der Kontrabaß (ორმაგი ბასი), რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო რადიო პიესის სახით. 1984-85 წლების თეატრალური სეზონის განმავლობაში, პიესა შესრულდა 500-ჯერ მეტჯერ. ერთადერთი ტრაგიკულ-კომიკური როლი არის საორკესტრო მუსიკოსის როლი. 80-იანი წლების განმავლობაში, ზიუსკინდი ასევე წარმატებული იყო, როგორც სცენარის ავტორი, სატელევიზიო სპექტაკლებისთვის Monaco Franze (1983) და Kir Royal (1987). მისი სცენარისთვის თარგი:Interlanguage link multi, რეჟისორი - Helmut Dietl, მან მოიპოვა გერმანიის კულტურის განყოფილების "სცენარის პრიზი" 1996 წელს. მან უარყო სხვა ჯილდოები, როგორიცაა FAZ ლიტერატურის პრემია, Toucan-ის პრიზი და გუტენბერგის პრემია).
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია საერთაშორისოდ აღიარებული ბესტსელერი სუნამო: ერთი მკვლელის ისტორია (1985). წიგნის მიხედვით ფილმი 2006 წელს, Tom Tykwer-მა გადაიღო. "პარფიუმერი" 9 წლის განმავლობაში იყო გერმანული ყოველკვირეული ახალი ამბების ჟურნალ Der Spiegel-ის ბესტსელერთა სიაში. ის ასევე ავტორია ნოველების: The Pigeon (1988), The Story of Mr. Sommer (1991), Three Stories and a Reflection (1996), and a collection of essays, On Love and Death (2006).
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაზიუსკინდი ცხოვრობს საზოგადოებისგან იზოლირებულად მიუნხენში, ტბა შტარნბერგერ-ზეე-ს ტერიტორიაზე, და საფრანგეთში, კონკრეტულად Montolieu-ში. საზოგადოებამ მის შესახებ ცოტა რამ იცის. იგი ლიტერატურული სამყაროსგან და საზოგადოებისგან თავს შორს იჭერს, არ გასცემს ინტერვიუებს და არც საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს.
რჩეული ნამუშევრები
რედაქტირება- Der Kontrabaß (ორმაგი ბასი) (პიესა, 1981წ.)
- Das Parfum (პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია) (რომანი, 1985)
- Die Taube (მტრედი) (ნოველა, 1988)
- Die Geschichte von Herrn Sommer (ბატონი ზაფხულის ისტორია) (რომანი, 1991)
- Drei Geschichten und eine Betrachtung (სამი მოთხრობა და ანარეკლი) (მოთხრობები, 1996) [მოიცავს: სურვილის სიღრმე, ბრძოლა, მაიტრე მუსარდის ბედი, ამნეზია ლიტრისში.]
- Über Liebe und Tod (სიყვარულსა და სიკვდილზე) (ესე, 2006)
ცნობები
რედაქტირება- ↑ Aus dem Wörterbuch des Unmenschen by Dolf Sternberger, Gerhard Storz & Wilhelm E. Süskind, Deutscher Taschenbuch Verlag, Munich, 1962
- ↑ Focus: Patrick Süskind - So flüchtig wie ein Duft
- ↑ Francke, Eckhart. "Patrick Süskind". Kritisches Lexikon zur deutschsprachigen Gegenwartsliteratur, 42. NLG, 1-8
დამატებითი წყაროებო
რედაქტირება- დელეზიტი, ვოლფგანგი და დროსტი, რალფ. პატრიკ სუსკინდი. სუნამო. ახსნა-განმარტებები და დოკუმენტები. შტუტგარტი: Reclam 2000.
გარე ბმულები
რედაქტირება- The Literary Encyclopedia page for Patrick Süskind
- Smee, Jess. "Critics sniffy over Perfume, the 'unfilmable' film", The Guardian, September 8, 2006.
- The book doesn't smell either": Dietmar Kammerer interviews director Tom Tykwer, at Sign and Sight, September 20, 2006 (originally appeared in German in Die Tageszeitung on September 14, 2006).
- Patrick Süskind კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში