ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2022/გაბრიელ კლარკი

რითია გამორჩეული ეს ადამიანი, რომ მასზე ენციკლოპედიაში სტატია შეიქმნა ?!. სტატიის შემქმნელს მოვუწოდებ, დაამტკიცოს ამ პიროვნების ენციკლოპედიურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სტატია წაიშლება. - ოთოჯი განხილვა 16:30, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

როდის მერე იკრძალება ვიკიპედიაში მსახიობებზე სტატიების შექმნა? ესეც ისეთივე მსახიობია როგორც სხვა ყველა და თავის სფეროში ბევრად უფრო ცნობილი და გამორჩეული, ვიდრე ქართულ ვიკიპედიაში არსებული მსახიობების უმეტესობაა--Eurogay განხილვაწვლილი 17:56, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად არ ვთვლი, რომ ეს სტატია წასაშლელია. სტატია ისეთ მსახიობზე რომელზეც ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში შესაძლებელია უნდა იყოს. ერთადერთი ვფიქრობ ცოტა მეტი ტექსტი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა, თუმცა ამჟამინდელი სახითაც აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს--დათო1010 18:05, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ერთი კითხვა მაქვს: რომელიმე ვიკიპედიაში არის ამ პიროვნებაზე სტატია?--შოთა [UT] 18:17, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
Eurogay: სიტყვებს დაუფიქრდით თუ შეიძლება, სად ვთქვი მე, რომ ვიკიპედიაში მსახიობებზე იკრძალება სტატიების წერა?! ბევრი რამე შეიძლება დაიგუგლოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე და ყველაფერზე უნდა შეიქმნას სტატია. ვიკიპედიაში როგორც ენციკლოპედიაში ყველაფერი არ იწერება, არამედ იწერება ის, რაც მნიშვნელოვანია (ჩვენი გაგებით ენციკლოპედიური), ის რაც არსებითად არის გამოყოფილი ან გამორჩეული საზოგადოებისაგან, როდესაც მაღალი ინტერესია საზოგადოებაში მათთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი მიზანი... მაგრამ ისმის შეკითხვა, რით არის გამოყოფილი ან გამორჩეული ეს ადამიანი ?!, მაშინ როდესაც ვიკიპედიის არც ერთ განყოფილებაშიც კი არ წერია მის შესახებ სტატია. ეს მაინტერესებს მე. არ ვარ სუბიექტური. - ოთოჯი განხილვა 18:24, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურში არ არის და ნამდვილად არ ვიცი სხვა ვიკიპედიაში არის თუ არა თუმცა მეეჭვება ამით წყდებოდეს ყველაფერი. ოთოჯი მაშინ იქნებ ამიხსნათ გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეულ ფილმშია გადაღებული კიდევ რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ვიკიპედიაში მოხვედრა დაიმსახუროს? მაგალითად ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის ეს ვიღაც საერთოდ უცნობია, მაგრამ ვიკიპედიაში მისთვის ადგილი მოინახა. გაბრიელ კლარკი კი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ პოპულარული მსახიობია მისი ფილმოგრაფია IMDb-ზე--Eurogay განხილვაწვლილი 19:38, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]