ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2016/განხილვა:ლუკა კუხიანიძე

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

თავად ვიკი-საზოგადოებამ განსაჯოს ამ სტატიის საჭიროება ქართულ ვიკიპედიაში. - OTOGI Messages 13:45, 1 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

  • (წინააღმდეგი) სირცხვილი ვუწოდო, თუ ბოღმა არ ვიცი. როგორც ჩანს, ვიკიპედიის ადმინისტრაციას თავად გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. ორივე ადმინისტრატორმა, რომელმაც შეფასება უკვე განხვილვაზე გააკეთა, მანამდე პირადპირ წაშალა სტატია, ახლა კი, შეფასებებითა და მსგავსი გზებით სურთ სტატიის აღება. ვფიქრობ, ვიკი-საზოგადოება არ არის სუბიექტური და არც ვალდებული, განსაზღვროს რა უნდა იდოს ენციკლოპედიაში - ეს ადმინისტრატორის მოვალეობაა, რომელსაც ვერ აკეთებენ. მე ვერ ვენდობი დარეგისტრირებულ მომხმარებლების შეფსებებს, რადგან მგონია მათ არ გააჩნიათ საჭირო ცოდნა, აღნიშნულ საკითხთან. თქვენ ხართ ადმინისტრატორები და პირდაპირ გაქვთ ვალდებულება, ახსნათ რატომ არ უნდა იდოს აღნიშნული სტატია ენციკლოპედიაში. ვერ აკეთებთ. @Mikheil, პირადად მოგმართავთ: თუ ადამიანს თითი მაინც გაუმოძრავებია, საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლაში, მისი ადგილი არის აქ. ერთი კი არა, მილიონობით შეიძლება წიგნი გამოსცეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთოს. გაეცანით მის ნაწერებს, ჩადით, იყიდეთ - პორტალებზე წაიკითხეთ, წაიკითხეთ ინტერვიუები და მიპასუხეთ, კონკრეტულად დამისაბუთეთ რა აკლია მას, აქ ყოფნისთვის. მოვითხოვ: სტატიასთან არსებული ყველა ხარვეზის გამოსწორებას და განხილვის გაუქმებას. ან, დასაბუთებას ყველა თქვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მიიღეთ საჭირო განათლება კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით და მიეცით საზოგადოებას ცნობილ ფიგურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების. 4-ჯერ წაშალეთ სტატია, მილიონამდე პრობლემა შექმენით და ერთი მიზეზი არ დაწერილა, რომელიც გასაგებია. ნუთუ ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მაღალ პრივილეგიან ადამიანებს უნდა მივმართო? თავად მოაგვარეთ შეცდომა, რომელიც დაუშვით. ამ თემაზე, თქვენთან, მეტ საუბარს აღარ ვაპირებ. ჯერ-ჯერობით, დაველოდები თქვენ შემდეგ ქმედებას - ჩემს თხოვნებთან დაკავშირებით. — WikiAdmusr განხილვა 18:44, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამ შემთხვევაში უნდა დადასტურდეს ამ ადამიანის მნიშვნელობის კრიტერიუმები, რომელიც სტატიაში არ ჩანს. თუკი იგი მწერალია, მას უნდა ჰქონდეს ღირებული, ავტორიტეტული და პრესტიჟული პრემიები ან ჯილდოები თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს საზოგადოებაში და ფართოდ უნდა იყოს ციტირებადი თავისი თაობისა თუ მემკვიდრეების მხრიდან ა.შ. გარდა ამისა, ვიკიპედიაში არსებული სტატიები უნდა ეფუძნებოდეს ავტორიტეტულ, აკადემიურ წყაროებს, რომელიც სტატიაში აგრეთვე არ ჩანს (იხ. , , ვიკიპედია:სანდო წყაროები). ეს ყოველივე სტატიაში არ არსებობს და ამის მიუხედავად გაგაჩნიათ პრეტენზიები. ამ ადამიანის საწინააღმედეგო აქ არავის არაფერი აქვს. აქ საუბარია ვიკიპედიის წესებზე, რომელზედაც არის აგებული მთელი პროექტი. ვიკიპედიის წესების თანახმად ეს სტატია წასაშლელია. გმადლობთ. - OTOGI Messages 15:22, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) უამრავი სტატიაა, ორსიტყვიანი. მხოლოდ: დაბადებით და საქმიანობით, მაგალითად სპორტში, რამდენიმე პოეტთან დაკავშირებითაც. ყველა ჯილდოსთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია ინფორმაცია, სანამ გავამოწმებდი, თავი შევიკავე. ახლა კი რედაქტირების უფელბა შეზღუდულია. რაც შეეხება თქვენს პასუხს, სახალემწიფო ჯილდოები არ განსაზღვრავს ადამიანთა მოღვაწეობას, მწერალია ყველა, ვინც ქმნის წერილობით კონტენტს, (გაცეანით თავად ვიკიპედიაში არსებულ სტატიას, მწერალთან დავაკშირებით: მწერალი) პრეტენზიები კი იმიტომ გამაჩნია, რომ თქვენი მიზეზები არ არის დასაბუთებული. მის ნაწერებს, 500,000-მდე მკითხველი ჰყავს და თითოს 3-4,000 მაინც. ის, რომ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას, არ ნიშნავს, რომ სტატია უნდა აიღოთ. უკვე დიდხანს იწელება დავა, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება, სტატიის არსებობასთან ან არარსებულობასთან დაკავშირებით. ცხადია, დასაბუთებულად. — WikiAdmusr განხილვა 18:44, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
მიუხედავად იმისა, რომ ვიკისაზოგადოების უბრალო წევრი ვარ და იქნებ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ცოდნაც არ გამაჩნია, მაგრამ მაინც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. ვიკიპედიაში სტატიის არსებობასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, მათ შორისაა ისიც, რომ სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყაროები. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც საკმარისია სტატიის წასაშლელად. დასაბუთება თუ გნებავთ, მგონი საკმარისი მიზეზები დაიწერა უკვე და არგუმენტებიც საკმაოდ წონიანია. აქ პირადული არაფერია. უბრალოდ წესები ყველასთვის ერთია. მადლობა.--ILIA მომწერეთ 15:54, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ილია, თუ დიდი ცოდნა არ გაგაჩნია, მაშინ რატომ აფიქსირებ აზრს? მიგაჩნია რომ ამ საკითხზე ასე ეგზომ უნდა აკეთებდე კომენტარს? ზუსტად ასე იქცევა ადმინისტრაციაც. გუშინ 4 საათის განმავლობში, უამრავ უცხოელ ადმინისტრატორს ველაპარაკე, გავეცანი წესებს, ქართულსაც და საერთაშიროსოსაც. ვარ უფლებამოსილი გაპროტესტების და ცხადია, ასე მარტივად არ მოგვარდება ეს საკითხი. ვფიქრობ, ადმინისტრატორები ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ. მათ ისურვეს ვიკი-საზოგადოება, როგორც განმხილველად და ძირითადად, სულ ჯილდო, დამსახურებული ადამიანები აკეთებენ შეფასებებს და ადმინისტრატორები. ყველა კომენტარის ავტორი არის ადამინისტრატორთა მეგობარი - ვისთან ურთიერთობაც ჰქონიათ. რაც ვფიქრობ, არასამართლიანია. რაც შეეხება სტატიას, არის ინტერვიუები, სახელმწიფო სტატიები, ამონარიდები, სხვადასხვა პუბლიცისტური წერილები, ლექსები, წიგნი და ა.შ. და თუ კიდევ რამე კონკრეტული არის დასამატებელი, მითხრან - დავამატებ. ახლა ნუ დამაწყებინებენ სტატიების ჩამოთვლას, სადაც სისულელეები წერია, მაგრამ წლობით დევს! WikiAdmusr განხილვა 20:33, 2 ივნისი 2016 (U
რას ჰქვია, სახელმწიფო სტატია, იქნებ აგვისხნათ? შეეშვით ბრალდებებს, ესაუბრეთ ვისაც გინდათ, გააპროტესტეთ სადაც გინდათ, ჩვენ ვიკიპედიის წესებს ვიცავთ! სტატია დღის ბოლომდე წაიშლება. — Mikheil მიწერა 16:36, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
გაეცანი სტატიას და ნახე რესურები ინტერნეტში, არ წაგიკითხავს აქამდე? კონკრეტულად, კონკრეტულად მითხარი რომელი წესია დარღვეული, მიხეილ.WikiAdmusr განხილვა 20:33, 2 ივნისი 2016 (U
ეს ადამიანი რომ არ იმსახურებს ენციკლოპედიაში მოხვედრას, მერამდენედ უნდა აგიხსნათ? P.S. მე შენობით არ გელაპარაკებით — Mikheil მიწერა 16:40, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, თქვენი ნათქვამი როგორ გავიგო? ჩემი ცოდნით თუ მის გარეშე აზრის გამოხატვის უფლება ნამდვილად მაქვს და ამას საჭიროდაც ვთვლი, რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ და რაც მთავარია, მშვიდობიანად მოგვარდეს. თქვენ აკრიტიკებთ და უნდობლობას უცხადებთ ყველას, ადმინისტრატორებსაც და ვიკისაზოგადოებასაც. კი მაგრამ, გადაწყვეტილება ვიღან უნდა მიიღოს? თუ ვიღაცას თქვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი აზრი არ გავითვალისწინოთ. დაამტკიცეთ სტატიის არსებობის აუცილებლობა და დარჩება. აქ ქვებს არავინ დაგიშენთ, ამისთვის არსებობს განხილვა. PS. თუ ყველა ეს წყარო მართლაც არსებობს, მაშინ ისინი სტატიაში მიუთითეთ. სტატიის ენციკლოპედიური ღირებულება ცალკე საკითხია, მაგრამ როდესაც მას ელემენტარულად წყაროც კი არ აქვს მითითებული, აქ მისი წაშლა-არწაშლის საკითხი ბევრად უფრო მარტივად დგას.--ILIA მომწერეთ 16:42, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
@Mikheil, მერამდენედ კი არა, არცერთხელ არ აგიხსნია. კონკრეტულ მიზეზს ვითხოვ, თქვენ ხომ 6 წელია ამ საქმეში ხართ, ამომიღეთ კონკრეტული წესი, რომელიც ეწინააღმდეგება სტატიის არსებულობას. რაც შეეხება თქვენობით საუბარს, შენ 28 წლის ხარ. მე 41-ის, არც გაქვს უფლება, შენობით მელაპარაკო, თუმცა არ გამიკვირდებოდა.

@Ilia, თქვენ როგორც თქვით, აღნიშნულ საკითხთან ცოდნა არ გაქვთ. ეს იგივეეა, ქიმიურ მიგნებებს აკნინებდეთ და თან იძახდეთ, აზრის გამოთქმა უნდა შემეძლოსო. უნდობლობას ვუცხადებ და ვასაბუთებ. უნდობლობა გამომდინარეობს მარტივი მიზეზიდან: არცერთხელ არ იქნა მიზეზი დასაბუთებული, როგორც წესი! რამდენჯერაც ვითხოვე, სტატიის შექმნის წესების გვერდიდან ამოეღოთ კონკრეტული დარღევვა, უამრავჯერ აარიდეს თავი. ამომიღეთ ილია, წესი, გაეცანით რამხელა სტატიაა და მითხარით რომელი ეწინააღმდგება. თუ ვერ დავაკმაყოფილე, სტატიას თავად წავშლი, ხოლო თუ ყველა წესი ექვემდებარება, განხილვის გვერდი დატოვეთ. თქვენც და ადმინისტრაციასაც ვთხოვ კონკრეტულ დარღვევას, კონრეტული სათაურით. და აქვე, სად შემიძლია ადამინისტრატორზე საჩივრის დაწერა? (რუსულ, გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე) გმადლობთ.

@Mikheil, "1 ან 2 წიგნის გამოცემა არ ნიშნავს, რომ ენციკლოპედიაში შეყვანას იმსახურებ." - ეს განვიხილოთ, როგორც მიზეზად? თუ უბრალოდ, ეგზომ, როგორც გჩვევიათ?

@WikiAdmUsr: მე, მანამ სანამ სტატიას წავშლიდი ეს ბმულები რაც თქვენ ახლა სტატიაში დაამატეთ ვნახე. ინტერვიუ და სოციალური ქსელები არ ჩაითვლება აკადემიურ წყაროებად. რა არის ინტერვიუ ? არსებითად ორ ადამიანს შორის წარმოებული დიალოგი, რაც თავისთავად წყაროდ ვერ ჩაითვლება. თუ რატომ არის სტატია წასაშლელი 3 ბმული დავდე ზემოთ, რაც ვიკიპედიის წესებს წარმოადგენენ. გადახედეთ და გაიგებთ რატომ იშლება ეს სტატია. - OTOGI Messages 16:56, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტული დარღვევა — კრიტიკული მიმოხილვა. ბიოგრაფიები და სტატიები ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე და სხვა, შეიძლება იყოს ენციკლოპედიის ნაწილი, მაგრამ კრიტიკული შეფასებები პიროვნებებზე და თემებზე დასაშვებია იმ შემთხვევაში,თუ ის დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომლის შემოწმებადია (მითითებული უნდა წყაროები). ამ შემთხვევაში იგი არ განიხილება, როგორც რედაქტორის პირადი მოსაზრება (იხ. ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია). „ქართველი პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი“ — წყარო? იქნებ ეს თქვენი პირადი შეფასებაა? დაასაბუთეთ, რომ ეს ადმიანი მართლაც იმსახურებს ამ სახელებს. უბრალოდ ლექსების წერა თუ ინტერნეტში პოსტების დადება მწერლობას არ ნიშნავს. მეორეც, მითითებულ წყაროებში ვერ ვნახე ბიოგრაფიული ინფორმაცია. და საერთოდაც, წყარო უნდა იყოს სანდო და ავტორიტეტული. კარგად გაიაზრეთ ეს.--ILIA მომწერეთ 17:03, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
@OTOGI:უკვე საათებია ამას განვიხილავ. ორ ადამინისტრატორთან ერთად, რომელაც ვერაფერი გავაგებინე, მე შევკრებ ყველა სტატიას, რომელიც აქამდე არ აიღეთ იგივე მიზეზით, აუცილებლად დავუკავშირდები უფრო მაღალ პრივილეგიან ადამიანებს და მე პირადად შეგხვდებით. როგორც გინდათ ისე მოიქეცით ახლა, თქვენს ქმედებებს სხვა ადამიანებთან ერთად განვიხილავთ.
@ilia, თქვენ კი სხვა სტატიებს გადახედეთ, განსაკუთრებით 1900 წლებისკენ და მიხვდებით, რომ წყაროები არ აქვს ენციკლოპედიაში არსებული სტატეიბის 90%-ს და მიხვდებით რომ ამას მხოლოდ უბრალო ადამიანებისგან ითხოვენ. და მე გაძლევთ პირობას, რომ სტატიას აღადგენენ სადაც დამჭირდება, იქ გადავფრინდები და იქ დავუკავშირდები ადამიანებს, მაგრამ პირადად გპირები, სტატიას აღვადგენ და ის დარჩება ენციკლოპედიაში, დროთა განავლობაში კი სხვადასხვა სტატიებსაც შეგმოთავაზებთ. P.S. ვინ იცის, რომელი თანამდებობიდან. — WikiAdmusr განხილვა 18:44, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
მრავალ სტატიას მართლაც არ აქვს წყაროები და ამაში ნამდვილად გეთანხმებით. თუმცა, 90% ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა. სხვათა შორის, ამ სტატიების აბსოლუტური უმეტესობა წლების წინაა დაწერილი, როდესაც ვიკიპედიის ნორმები დღევანდელივით მკაცრი არ იყო. თავად გადახედეთ ბოლო პერიოდებში შექმნილ სტატიებს და ნახავთ, რომ სტანდარტები იმატებს. დღეს ჩვენ ასეთ სტატიას ვერ მივიღებთ.--ILIA მომწერეთ 17:12, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
არაფერი არ იმატებს, ილია. ვნახე 2016 წლის სტატიები, უამრავი წყაროს გარეშეა. ისე კი, 90% მართლაც გადაჭარბებულია, თუმცა, ეს 90% ვიგულისხმე საზოგადო მოღვაწეთა სტატიებში. WikiAdmusr განხილვა 18:44, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
რა გაეწყობა, თუ თავად არ გსურთ რეალობა დაინახოთ, მე ვერაფრით დაგეხმარებით. საერთოდაც, ჩვენ კონკრეტული სტატიის წაშლის საკითხზე ვმსჯელობთ და არა ვიკიპედიაში არსებულ მდგომარეობაზე. თუ რომელიმე სხვა სტატიას წასაშლელად მიიჩნევთ, ეს საკითხი მისსავე განხილვის გვერდზე წამოჭერით.--ILIA მომწერეთ 17:20, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
სტატიის აუცილებლობა, ზოგადად ვიკიპედიაში არსებულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, სადც პარფიუმის სუნია, განავლის სუნს მკვეთრად იგრძნობენ ადამიანები, სადაც ისედაც განავლის სუნია, იქ ვერც შეამჩნევენ. როგორ თუ რა მნიშნველობა აქვს, ილია? აქვს. ყველა სტატია, ერთსა და იმავე წესებით თუ განიხილება და თუ აქ პირად სუბიექტურ შეფასებებს არ აქვს ადგილი, მაშასადამე რატომ არ განიხილება ყველა სტატია ერთსა და იმავე წეების გათვალისწინებით? მიპასუხეთ. უამრავი დარღვევაა, გამოვასწორებთ. ::საშინელი ადამინისტრატორები ჰყავს ქართულ ვიკიპედიას, ესენი სწორედ მაგ წინა წლებმა გადაარჩინა. ქართული სოციუმი რომ პატარაა, ეს გასაგებია თუმცა დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს არ უკავია აქ ადგილი, იქნებ დროც მოვიდა, ადმინისტრაციის შეცვლის? ყველაფერს ხომ თავს ვადა აქვს, თავის მობეზრება? ვიკიცტატაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ისეთი ფრაზები დევს, ხახვის დაწრისას რომ ახსნებენ ადამიანები და ახალი არაფერი, ყვეოთვიურად კი 100-მდე წიგნი გამოდის, უამრავი ახალი პოეტი და მწერალია, ისინი კი წყაროებს ითხოვენ და ამაშიც არ არის აარაფერი ცუდი, მაგრამ თუ ეს ასეა, სტატიები კიდევ 40% მაინც უნდა შემცირდეს. თვითონ არ იციან ვინაა და შლიან, თუ იციან ტოვებენ, ასე მუშაობენ ქართველი ადამინსიტრატორები, ნამდვილად არ მეგონა და სტატიის შექმნისას არც დავინტერესებულვარ ადამინისტრაციით, ახლა მკაფიოდ დავინტერესდები და ველი ცვლილებებს, ქართულ ვიკიპედიაში და ცხადია, უფრო მასშტაბურს - ქართულ ვიკიციტატაში. WikiAdmusr განხილვა 18:44, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
საშინელი ადამინისტრატორები ჰყავს ქართულ ვიკიპედიას, ესენი სწორედ მაგ წინა წლებმა გადაარჩინა. ქართული სოციუმი რომ პატარაა, ეს გასაგებია თუმცა დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს არ უკავია აქ ადგილი, იქნებ დროც მოვიდა, ადმინისტრაციის შეცვლის? ყველაფერს ხომ თავს ვადა აქვს, თავის მობეზრება? ვიკიცტატაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ისეთი ფრაზები დევს, ხახვის დაწრისას რომ ახსნებენ ადამიანები და ახალი არაფერი, ყვეოთვიურად კი 100-მდე წიგნი გამოდის, უამრავი ახალი პოეტი და მწერალია, ისინი კი წყაროებს ითხოვენ და ამაშიც არ არის აარაფერი ცუდი, მაგრამ თუ ეს ასეა, სტატიები კიდევ 40% მაინც უნდა შემცირდეს. თვითონ არ იციან ვინაა და შლიან, თუ იციან ტოვებენ, ასე მუშაობენ ქართველი ადამინსიტრატორები, ნამდვილად არ მეგონა და სტატიის შექმნისას არც დავინტერესებულვარ ადამინისტრაციით, ახლა მკაფიოდ დავინტერესდები და ველი ცვლილებებს, ქართულ ვიკიპედიაში და ცხადია, უფრო მასშტაბურს - ქართულ ვიკიციტატაში. WikiAdmusr განხილვა 18:44, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
არავინ დაობს, რომ ქართული ვიკიპედია იდეალური არაა, მაგრამ ამაზე სასაუბროდ აშკარად არასწორი ადგილი აირჩიეთ. ვიმეორებ, თუ თვლით, რომ სტატია წასაშლელია, მის განხილვის გვერდზე წამოჭერით საკითხი.--ILIA მომწერეთ 17:29, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ქართული ვიკიპედიისა და ვიკიციტატის ადმინისტრაციას ადგილობრივი საზოგადოება ირჩევს. შეეშვით შეურაცხყოფას და ნუ გვახარჯინებთ ძვირფას დროს, ვფიქრობ, ასე გაგრძელების შემთხვევაში, დაიბლოკებით. გმადლობთ. — Mikheil მიწერა 17:33, 2 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

სტატია წაიშალა არაენციკლოპედიური ტექსტებისა და წყაროების არქონის გამო; პიროვნების ენციკლოპედიურობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. - OTOGI Messages 13:41, 4 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]