ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2014/განხილვა:ომარ ბულუხაძე
მგონია, რომ ეს პიროვნება არაენციკლოპედიურია და თავის თავს აპიარებს. ბმულებში სხვა ადამიანია. ეგებ სპორტით დაინტერესებულებმა დააფიქსირონ აზრი. - ოთოჯი განხილვა 17:28, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
სპორტში ნაკლებად ჩახედულის აზრი - ვეთანხმები. თანაც რესურსებში სულ სხვა ადამიანია მითითებული. ტრადიციული თვითპიარია. მაგრამ - აქ ეს ადამიანი ნახსენებია. (მხოლოდ აქ). --Henry McClean განხილვაწვლილი 17:38, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
- შემომტანის განხილვის გვერდი ნახეთ, ცხადია ყველაფერი. დამარწმუნეთ, რატომ არ უნდა წავშალო ეს გვერდი. გუგლის რეზულტატები 0-ის ტოლფასია. იტალიურ ვიკიში, რუსულ ვიკიში, გერმანულ ვიკიში ასეთ სტატიებს განხილვის გარეშე შლიან. გარდა ამისა, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა „მატყუარა ბმულების“ ჩაგდება სტატიაში. უწყარო სტატიაა. - ოთოჯი განხილვა 17:45, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
კიდევ სიცრუე. 98 წელს დაბადებულებში არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:55, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
- თაზო, იქნებ შემოიხედო. — Mikheil მიწერა 18:06, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
Soccerway-ზე არ არის ინფორმაცია, პირველი ლიგის კლუბების შემადგენლობის ნახვა მხოლოდ აქ შეიძება (საბურთალოს გარდა არც ერთ პირველი ლიგის კლუბს არ აქვს საიტი სამწუხაროდ), კლუბის ოფიციალურ საიტზე არც ერთ გუნდში არ წერია, შეიძლება ახლახან გადაიყვანეს რომელიმე ასაკის გუნდში და მართლა ჩაატარა ის 7 თამაში, მაგრამ მთავარ გუნდში მისი ყოფნა არაფრით არ დასტურდება და ჩემი აზრით ჯობია წავშალოთ. თან 14, 15 და 16 წლამდე ნაკრებების ინფოდაფაში მითითება არასწორი მგონია.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 19:08, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
აუხსენით ეს ავტორს, მე ახსნის ნერვები აღარ მაქვს :D --Henry McClean განხილვაწვლილი 18:49, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
სტანდარტი რომ დავამკვიდროთ რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი, რომელიც რომელიმე კლუბის მთავარ გუნდში არასდროს არ ირიცხებოდადა და არ გამოუძახიათ 17 წლამდელთა ნაკრებში იმათზე სტატია არ შეიქმნას, თუ რაიმე კლუბის ძირითადში იყო და ახლა ასაკობრივ გუნდში გადავიდა (თუნდაც სხვა კლუბის)შეიქმნას, ასევე თუ 17 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და მთავარ გუნდში არ უთამაშია არასდროს ამ შემთხვევაშიც შეიქმნას.რას იტყვით , ეს პრობლემაც მოგვარდება და შემდეგშიც აღარ იქნება შემთხვევა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 19:18, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
17 წლამდელთა ნაკრები იმიტომ, რომ როგორც წინაზე ვახსენე 14, 15 და 16 წლამდე ნაკრებების ინფოდაფაში მითითების წინააღმდეგი ვარ, თუ უფრო დიდ ნაკრებებში არ გამოიძახიათ.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 19:21, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
წაიშალა. - ოთოჯი განხილვა 11:36, 30 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]