ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2012/განხილვა:ფარსმან III
ცოტა გაურკვეველია რა მოსაზრებით შეცვალა ამ ანონიმმა ეს სტატია, მაშინ როდესაც არსებობს ფარსმან II ცალკე სტატია და იქ ქველი არ წერია. — ნიკა (გ) 15:33, 9 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]
- რაც არ უნდა იყოს გავაუქმე. – BruTe (გ) 15:39, 9 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]
- თუ რამე წყაროზე დაყრდნობით შეცვალა, მაშინ უმჯობესია განხივაში დაწეროს. — ნიკა (გ) 15:42, 9 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ისტორიოგრაფიაში ფარსმან ქველი ეწოდება რიგით მეორე ფარსმანს და არა მესამეს. ეს სერიოზული შეცდომაა გაპარული. გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება. (საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ. 2008 წ.) — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:28, 22 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]
- „ვარაუდობენ, რომ ძველმა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ ფარსმან ქველის სახით შემოგვინახა მოგონება ფარსმან II-ზე“ - წინადადება სტატიიდან ფარსმან II, ქსე, ტ. 10, გვ. 233, თბ., 1986, ავტორი გ. მამულია. ცანგალა (გ) 09:40, 25 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ცანგალა. მართალია ვარაუდია, მაგრამ სკოლებშიც ასე ისწავლება და ისტორიის ძალიან ბევრ სამეცნიერო წიგნშიც ასეა. რა ვქნათ? — ჯაბა ლაბაძე (გ) 09:42, 25 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]
როდესაც 2008 წლის წყარო მომყავს, იმის მაგივრად, რომ ძველი წყაროები მოვიტანოთ იქნებ დაწეროთ რა ვქნათ. — ჯაბა ლაბა 15:24, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სპეციალურად გადავამოწმე სკოლის წიგნები და ქართლის ცხოვრება. ქართლის ცხოვრებაში კი რიგით მეორე ფარსმანს უწოდებენ ქველს. რაღაც შეცდომაა ამ სტატიის სათაურში. პირველად მესმის, რომ ქველს ფარსმან III-ს უწოდებდნენ. გადავამოწმე ამ წყაროებში: ქართლის ცხოვრება, ტომი პირველი, გამომცემლობა „სახელგამი“, თბ., 1955, გვ.50; საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, XI კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2007, გვ. 56-57. ქართლის ცხოვრებაში ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ხოლო სკოლის სახელმძღვანელოებში უცხოელი ისტორიკოსების წყაროებიცაა მოყვანილი. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს შეცდომა. — Nodar Kherkheulidze (გ) 07:25, 12 ივნისი 2011 (UTC)
- ალბათ მართლები ხართ და ვინც იცით ისტორია კარგად, გაასწორეთ... — დავით პასუხი 07:31, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება მეორად წყაროებს და არა პირველწყაროს. ამ შემთხვევაში პირველწყარო "ქართლის ცხოვრებაა".--Ouzo განხილვაწვლილი 10:21, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი, გთხოვთ, იხილოთ ყავახანაში. — Nodar Kherkheulidze (გ) 18:20, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ჩემი აზრი დავწერე ყავახანაში, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ გაცდა ეს განხილვა ამ სტატიის განხილვის გვერდს. ამ განხილვის ყავახანაში გადატანის რეაციონალური აზრი ვერ დავინახე.— Ouzo განხილვაწვლილი 00:44, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
იმიტომ გადავწყვიტე ამ საკითხის ყავახანაში დაწერა, რომ ამ საკითხმა გამოხმაურება ჰპოვა 2010 წლის მაისს, ახლა კიდევ 2011 წლის ივნისია. ვფიქრობ, ასეთი პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას. — Nodar Kherkheulidze (გ) 06:29, 14 ივნისი 2011 (UTC)— Nodar Kherkheulidze (გ) 06:29, 14 ივნისი 2011 (UTC)
კიდევ უფრო უახლესი ლიტერატურა: საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2012, გვ. 196 ციტატა:II ს. 30-50-იან წლებში ქართლში მეფობდა ფარსმან II, ქართულ საისტორიო ტრადიციაში „ქველად“ წოდებული. დროა გადაწყდეს ამ სტატიის ბედი. --ჯაბა ლაბა 15:40, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]