ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2011/განხილვა:ევროპელების ფორუმი
ერთი თვის წინ შექმნილ ფორუმზე სტატია მგონი საჭირო არ არის, თანაც სტატია პირველ პირშია დაწერილი--Tornike 16:37, 1 მარტი 2011 (UTC)
- და მგონი რეკლემაა? – GIO→13 (გ) 16:38, 1 მარტი 2011 (UTC)
- აშკარად. :) – BruTe (გ) 16:44, 1 მარტი 2011 (UTC)
- (მომხრე) წასაშლელია. — BH განხილვაწვლილი 16:49, 1 მარტი 2011 (UTC)
- წასაშლელია, ნატურლიხ :) — დავით პასუხი 17:07, 1 მარტი 2011 (UTC)
- მგონი წასაშლელი არ არის. უბრალოდ უნდა დაიწეროს ენციკლოპედიურ სტილში. რა შუაშია ერთი თვეა რაც არსებობს. ზოგჯერ გაზეთები ან ჟურნალების ერთი ნომერია გამოსული, მაგრამ მან იარსება. უბრალოდ რეკლამის სტილში არ უნდა იყოს სტატია.--ცანგალა (გ) 17:35, 1 მარტი 2011 (UTC)
- ყველა ქართულ ფორუმზე სტატიას ხომ არ შევქმნით, ანალოგიური განხილვა იყო აქაც მონაწილის განხილვა:Graphy და მეც ვეთანხმები, რომ არ არის საჭირო ასეთი სტატიები (გამონაკლისია თბილისის ფორუმი)--Tornike 17:44, 1 მარტი 2011 (UTC)
- ჯერ-ჯერობით მისი უნიკალურობა მხოლოდ კონცეფციაშია. თუკი წავა საუბარი იმაზე, რომ არა წაიშალოს, არამედ გადაკეთდეს, მაშინ 0 რაოდენობის თვითრეკლამა უნდა იყოს და უბრალოდ უნდა გაესვას ხაზი იმას, რას ემსახურება ეს ფორუმი - ლაკონურად. — BH განხილვაწვლილი 17:53, 1 მარტი 2011 (UTC)
- მეც იგივეს თქმას ვაპირებდი. :)— გიორგი განხილვაწვლილი 17:58, 1 მარტი 2011 (UTC)
- ისე რა სახალისოა - ფორუმის შემქმნელზე ზუსტად ისეთი სტილით წერია, როგორც ’თბილისის ფორუმის სტატიაში’ - ’მისი შექმნის ინიციატორი და თავად შემქმნელიც’ — BH განხილვაწვლილი 18:02, 1 მარტი 2011 (UTC)
მოდი ჯერ დავანებოთ თავი იმას რეკლმაა თუ არა სტატია (ავტორს ავუხსენი და გამოასწორებს). რაღაც წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ ვებსაიტების შესახებ, ანუ რომლებზე უნდა იწერებოდეს და რომლებზე არა. ინგლისურ ვიკიში ეს ვნახე .--Tornike 18:17, 1 მარტი 2011 (UTC)
- მგონი რაღაცეები გამოასწორა. ახლა ბმულებიც გაუკეთოს. ლოგოს გამოყენების უფლება რამდენად აქვს?--ცანგალა (გ) 18:30, 1 მარტი 2011 (UTC)
- თვითონაა დამაარსებელი--Tornike 18:41, 1 მარტი 2011 (UTC)
- კი. --ცანგალა (გ) 18:43, 1 მარტი 2011 (UTC)
ჩემი აზრი
რედაქტირებაშემთხვევით შევიხედე ამ ფორუმზე. ჰო და შეიძლება აქ მოსატანი არ არის, მაგრამ ვიტყვი - რაღაც არ აქტიურობს ხალხი. რამდენ ენაზეა (უკვე) და ინგლისურადაც კი თითებზე ჩამოსათვლელი გამოხმაურებებია. ძირითადად 0 გამოხმაურებებიანი თემებია (უცნაურია, სხვათა შორის. მიკვირს, რომ ეს community არ შეივსო თუნდაც უცხოელებით, ვინც ერთმანეთს გაესაუბრებოდნენ).
სხვა მხრივ - მაინც მგონია რომ სტატია უფრო რეკლამაა. თუმცა, როგორც ეტყობა, წარუმატებელი. არ ვიცი, ფორუმის ავტორი როგორ ზრუნავს ფორუმის რეკლამაზე (სხვა მიმართულებით), მაგრამ ამჟამად რაც ხდება, სულ არ გაფიქრებინებს, რომ ავტორი რამენაირად ცდილობს, სხვა, რეალური გზებით გააპიაროს ფორუმი.
მე ვთვლი, რომ ეს სტატია ადრე თუ გვიან წასაშლელი იქნება. ამ ფორუმს ჯერ არ მოუხდენია არაფერი ვებ სივრცეში. და თუ რა მოახდინეს სხვებმა, აი სოც ქსელების მაგალითები და რა ფუნქცია აქვთ შესრულებული:
- Odnoklassniki, Vkontakte - ერთმანეთთან დააკავშირა ყოფილი სსრკ-ელები. დიდი ხნის დაკარგული ნათესავები, თანაკლასელები - ჯერ მარტო ეს რად ღირს.
- Facebook - პრაქტიკულად იგივე, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. და + ამასთან, კომპანიების, ორგანიზაციების, სკოლების, მუსიკოსების, მსახიობების საშუალება, გამუდმებით კონტაქტი იქონიონ მოყვარულებთან, კლიენტებთან, მომხმარებლებთან და ა.შ.
- Twitter - ექსპრეს რეჟიმში ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილიდან (მაგალითად, სამედიცინო მუშაკები ასე უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, როგორც მახსოვს, რაღაც ექსტრემალურ პირობებში)
- myspace - ახალბედა მუსიკოსთა ტრიბუნა. მართალია, ახლა კვდება, მაგრამ თავის დროზე ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. და რამდენი უცნობი მუსიკოსი ამოქაჩა.
- Blogger, Wordpress, Tumblr, LiveJournal - ბლოგების უფასო სერვისები. უნიკალურობა უკვე იმაშია, რომ ხელით არაფერს აშენებ, ირჩევ დიზაინს და ბლოგპოსტებსაც უშვებ ეგრევე. ამის გამო მოიხსნა საიტების დიზაინის პრობლემა. ვინც არ ერკვევა, მაგრამ კარგად წერს - დაიკავებს ბლოგს და უვლის.
- YouTube - FLV ფაილების სტანდარტის გამოგონება და youtube არის XXI საუკუნის რევოლუცია. ვინაიდან (თუნდაც) 90იანების ბოლოს, როდესაც პირველად შევიხედე ინტერნეტში, არაერთი მუსიკალური კლიპი ვეძებე და მაშინ ეს კლიპები იდო საშინელ ფორმატებში, ნაწყვეტებად, ასტრონომიული ზომის ფაილების სახით, რომელსაც dial up ინტერნეტით ნახევარ წელიწადში გადმოწერდი.
- Last.fm - უსმენ მუსიკას, პატარა პროგრამა უტარებს მონიტორინგს შენს მიერ მოსმენილ სიმღერებს და მერე რჩევებსაც გაძლევს ეს საიტი, ვინ არის ასეთივე გემოვნების მქონე მომხმარებელი და რა მსგავსი მუსიკა არსებობს. ელემენტარულია.
- თბილისის ფორუმი - ყველაზე ცნობილი ქართული ფორუმი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ (როგორც ვხედავ) მოძველებულ ძრავას იყენებს, მაინც რჩება ლიდერად. იმიტომ რომ უნივერსალურია. და ყველაფერს გაიგებ, რაც გინდა.და ამდენი ადამიანი გააცნო ერთმანეთს და ისე მოხდა, რომ არაერთი საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა ამ ფორუმით (როგორც მახსოვს).
თუნდაც ესენი რომ ავიღოთ...
და ახლა ავიღოთ ევროპელების ფორუმი. იანვარში გახსნილი. მინიმალური რაოდენობის გამოხმაურებებით (მე არ ვგულისხმობ ავტორის პოსტებს). აქამდე ჯერ კიდევ არ დაქოქილა ბოლომდე (მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გამართულია, რაც მოსაწონია). რამე გააკეთა საიმისოდ, რომ საერთოდ მასზე სტატია არსებობდეს, რომელშიც ასე დეტალურად იქნება მოთხრობილი, რა ფუნქციები აქვს და რა მიზნები აქვს (ჯერ-ჯერობით, გვირაბის ბოლოს შუქის გარეშე)? — BH განხილვაწვლილი 14:53, 21 მაისი 2011 (UTC)
ვინმე იტყვის სიტყვას თუ კიდევ 3 წელი ველოდოთ პასუხს, როგორც ხოლმე ხდება აქ? :) — BH განხილვაწვლილი 19:15, 24 მაისი 2011 (UTC)
- წასაშლელია აბსოლუტურად ვეთანხმები floydgeo-ს დასკვნებს --მიხეილ (გ) 19:20, 24 მაისი 2011 (UTC)
- ყველაზე კარგი იქნება, რომ დაიწეროს სტატია ინტერნეტ ფორუმზე და იქ ჩაისვას ამ ფორუმის ვებ-გვერდის მისამართი. en:Internet forum--ცანგალა (გ) 19:33, 24 მაისი 2011 (UTC)
- გეთანხმები, ცანგალა. ოპტიმალურია. — BH განხილვაწვლილი 19:39, 24 მაისი 2011 (UTC)
- რამე მოვიფიქრეთ? არ არის დრო, წაიშალოს? ახლა კიდევ გადავხედე ფორუმს და ძვრა არ არის. თუ ფორუმია, უნდა მოქმედებდეს და არა ერთი კაცის ბლოგს ჰგავდეს. ხოლო ერთი კაცის ბლოგებზე ჩვენთან სტატიები არ იწერება. — BH განხილვაწვლილი 13:26, 8 აგვისტო 2011 (UTC)
- წასაშლელია, ნახევარი წელი გავიდა უკვე შექმნიდან და კვლავ ძვრა არ არის.—G.G. 13:39, 8 აგვისტო 2011 (UTC)
- წაიშალოს. განმეორებითი შექმნის შემთხვევაში კვლავ წაიშალოს, ხოლო ავტორი უნდა გავაფრთხილოთ, რომ საერთო გადაწყვეტილებით, ჩაითვალა, რომ სტატია წარმოადგენს მხოლოდ რეკლამას, ხოლო დანარჩენი სხვა ფორუმის შესახებ ინფორმაცია გაერთიანდება ლაკონური სახით ერთ სტატიაში (მე თუ მკითხავ, თბილისის ფორუმზეც მოკლედ უნდა ეწეროს. — BH განხილვაწვლილი 14:00, 8 აგვისტო 2011 (UTC)
- წაიშალა.—G.G. 14:51, 8 აგვისტო 2011 (UTC)