ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2010/განხილვა:უკრაინელთა გენოციდი
აქ დაწერილი ყველაფერი იდენტურია ფილმ საბჭოთა ისტორიის, შეიძლებვა მას ვენდოთ?— ნიკა (გ) 20:08, 1 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
- მომხმარებლის განხილვა:ოთარი - შეიძლება შემოტანილი აქვს ვებ-გვერდიდან. მაშინ წასაშლელია. ორჯერ გავაფრთხილე წესების გამო. — ცანგალა (გ) 20:10, 1 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
არც ერთი საიტიდან არ გადმომიწერია კინოს ვუყურე და იმის მიხედვით დავწერე- — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ოთარი (განხილვა • წვლილი) 08:49, 2 აპრილი 2010. ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
მივხვდი ყველაფერი ფილმიდანაა დაწერილი. უკრაინელთა გენოციდი ჯერ არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, თვითონ უკრაინაშიც კი ამ პერიოდში მიმდინარეობს სასამართლოები, საქმე აღძრული იყო იოსებ სტალინის, ვიაჩესლავ მოლოტოვის, ლაზარე კაგანოვიჩის, სტანისლავ კოსიორის, ვლას ჩუბარის, მენდელ ხატაევიჩის წინააღმდეგ. თუმცა იმ უბრალო მიზეზით ვეღარ გაასამართლებენ დამნაშავედ მიჩნეულ პირებს, რადგან ისინი ამქვეყნად აღარ არიან. ამის გამო კიევის სასამართლომ საქმე დახურა. 2005 წლიდან მოყოლებული კი უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, უკრაინელი ხალხის გენოციდი აღიაროს. 1984 წელს საერთაშორისო კომისიის წევრებმა შეისწავლეს დოკუმენტები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შიმშილობა უკრაინაში არ იყო დაგეგმილი უკრაინელი ერის სამუდამოდ გაქრობის მიზნით. ამ ფაქტთან დაკავშირებით ისტორიკოსებში ერთსულოვნება არ არსებობს, ბრიტანეთის ენციკლოპედიაში მოყვანილია მონაცემი 4-5 მილიონამდე ეთნიკური უკრაინელის დაღუპვის შესახებ. ბროკჰაუზის ენციკლოპედიაში კი დაღუპულ უკრაინელთა რიცხვი 7 მილიონს აღწევს. ზოგი ისტორიკოსი ამ ფაქტს დაუგეგმავად მიიჩნევდა და უკავშირებს გაუთვალისწინებელ ინდუსტრიალიზაციას, რადიკალურ ეკონომიკურმა რეფორებმას და ცუდმოსავლიან პერიოდს. ამ პერიოდში მართლაც ძალიანი ცუდმოსავლიანობა იყო, შიმშილობა იყო საბჭოთა კავშირის ხუთ ოლქში - დასავლეთ ციმბირში, ყაზახეთში, ურალში, შუა და ქვემო ვოლგისპირეთში. ასე რომ უკრაინაში შიმშილობა ბუნებრივი იყო. ისე ფილმი საბჭოთა ისტორია რამდენად ობიექტურია?. მე პირადად არ ვარ მომხრე ისტორიული ფილმებიდან სტატიები დაიწეროს, ვინმე ნახავს ფილმს ნაპოლეონზე, ჰანიბალზე და ა.შ და დაწერს აქ სტატიას ფილმის მიხედვით. ჩვენ ამ გზით დაგვიგროვდება ბევრი არაობიექტური და მიკერძოებული სტატიები. თუ შეგიძლიათ მოძებნეთ უცხოური ბუმელბი და მიუთითეთ, პირადად მე ვერც ინგლისურ და ვერც რუსულ ვიკიპედიაში ვერ ვნახე მსგავსი ტიპის სტატია.— ნიკა (გ) 06:38, 2 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
როგორ იყო ბუნებრივი როცა სტალინის ბრძანებით ენ-კა-ვე-დე-მ უკრაინიდან მთელი სასურსათო მარაგი გამოიტანა. მაგ ფილმისთვის ვისაც უყურია არამგონია, შიმშილობა უკრაინაში ბუნებრივად მოსჩვენებოდა.კარგი მაშინ თუ შიმშილი ბუნებრივი იყო მაშინ რატომ მიყავდათ ენ-კა-ვე-დე-ს წარმომადგენლბს ცოცხლები დასამარხად და რატომ დამარხეს უამრავი ცოცხალი ადამიანი თუ ეს წინასწარ გამიზნული გენოციდი არ იყო?
ძალიან მაინტერესებს და იქნებ მიპასუხოთ- — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ოთარი (განხილვა • წვლილი) 11:28, 2 აპრილი 2010. ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
მე არანაირად არ ვამართლებ ენკავედეს საშინელებებს რასაც ისინი ჩადიოდნენ. უბრალოდ მაგ ფილმის ობიექტურობაში მეპარება ეჭვი. ჯერერთი მაგ პერიოდში თითქმის მთელ საბჭოთა კავშირში შიმშილობა იყო და რა გასაკვირია უკრაინაშიც რომ ყოფილიყო. უკრაინელთა გენოციდი მსოფლიოში მგონი არცერთ ქვეყანას არ უღიარებია და ეჭვი მეპარება ვინემე აღიაროს, გენოციდი იმდენათ რთული და სერიოზული თემაა რომ მას ასე უცებ ვერავინ დაადასტურებს. თვით სომხებ-ასირიელების გენოციდზეც რამხელა აბავია, სადაც ამდენი ფაქტი მეტყველებს ოსმელეთის იმპერიის გამიზნულ მკვლელობეზე მის დამტკიცება ასე ძალიან ჭირს. თვით ებრაელებსაც მრავალი ათწლეული დასჭიორდათ რომ გერმანელების მიერ მათი გენოციდი დაემტკიცებინათ. უცხოური ვიკიპედიის ბმულები არ გინახია? და კიდევ ხელმოწერა ნუ გავიწყდება — ნიკა (გ) 07:46, 2 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
- სტატიის წარმოშობაში და წყაროს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა სამართლიანია და ნიკას ვეთანხმები. ამგვარ სადაო სტატიაზე საკმაო წონითი წყაროა საჭირო, და საერთოდაც, სტატია არ აკმაყოფილებს ვიკისტანდარტებს. — Rastrelli F 07:57, 2 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
ამ სტატიის არსებობა რამდენად საჭიროა ვიკიპედიისთვის? ჩემი აზრით უნდა წაიშალოს — ნიკა (გ) 15:47, 2 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
მაშინ თუ ყველა ფიქრობს რომ ეს სტატია უნდა წაიშალოს მაშინ წავშალოთ— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 80.77.48.123 (განხილვა • წვლილი) 17:43, 5 აპრილი 2010 (UTC).[უპასუხე]
სტატია უკიდურესად მიკერძოებულია. ფაქტები მხოლოდ ერთი მხრიდნ არის წარმოდგენილი. ხო ისე არსებობს სტატია გოლოდომორი. როემლიც ასე თუ ისე ობიექტუტრია. ამ ორის სტატიის შერწყმაც არ გამოვა ამიტომ ეს უნდა წაიშალოს სასწრაფოდ.— ნიკა (გ) 09:35, 11 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]
- წასაშლელია ნამდვილად. --გ.მ. განხილვაწვლილი 10:16, 11 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]