ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ჯალალედინ რუმი
განხილვის შედეგად შესაძლებელია სტატია რჩეულად აირჩეს ან გაიგზავნოს დასამუშავებლად. |
განხილვის წესები
|
* (ნომინაცია) ჯალლალედინ რუმი ცნობილი სპარსი სუფი პოეტია, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი რუმის სასულთნოში, კერძოდ, ქალაქ კონიაში, გაატარა. ამასთანავე, ის თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის, მასწავლებელი იყო. ეს უკანასკნელი კი მანამდე რუმის სულთან ქეიხოსროვ II-ს მიათხოვეს. ძალიან საინტერესო იდეების მქონე ადამიანია მევლანა ჯალალედინ რუმი. ველოდები თქვენს შეფასებებს.
--Misha 19:07, 19 სექტემბერი 2016 (UTC)
(მომხრე) პრინციპში, არაა ცუდი სტატია. ერთადერთი, კარგი იქნება, თუ ბრჭყალებს (არის '"", უნდა იყოს „“) შეასწორებ. წარმატებები. — UndDerDie 15:44, 20 სექტემბერი 2016 (UTC)- (წინააღმდეგი) სამწუხაროდ, ბრჭყალების გარდა ამ სტატიას სხვა პრობლემებიც აქვს. უპირველესად, ეს ეხება სტატიის ენას, რომელიც ენციკლოპედიისათვის შეუფერებლად პათეტიკური და ამაღლებულია. ეს შესავალშივე იგრძნობა. მაგ.: „რუმის გავლენა ეთნიკურ და ეროვნულ ბარიერებს სცილდება: ირანელები, თურქები, ტაჯიკები, ბერძნები, პუშტუნები, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ აზიის მუსლიმები მის სულიერ მემკვიდრეობას უკვე ბოლო 7 საუკუნეა აღიარებენ.“ ჯერ ერთი, სხვებიც აღიარებენ, მეორეც ამ წინადადების აზრი ისაა, რომ ამ ქვეყნებში (და არა ერებში!) განსაკუთრებით პოპულარულია. სტატიის ძირითად ნაწილში გამოყენებულია მხატვრული ხერხები, თვალში მომხვდა ეპითეტები და მეტაფორები, რაც ძალიან არაენციკლოპედიურია. ძალიან არაენციკლოპედიურია აგრეთვე ნარატიული თხრობის სტილი: „ერთ დღეს ამ დერვიშმა დაინახა მისკენ მიმავალი კაცი, რომელიც დარბაისელი სახით იარებოდა და გარს ერტყა მოსწავლეთა და თაყვანისმცემელთა ბრბო“. კიდევ, მხატვრული და არაენციკლოპედიურია მხატვრული წანამძღვარი ქვეთავში „კავშირი ირანთან“. და კიდევ ბევრი რამ, რაც სტატიის ენას შეეხება. გარდა ამისა, არაა გამართული სტატიის სტრუქტურა. თავად შესავალიც სტრუქტურულად გაუმართავია. პირველ აბზაცში თითქოს საუბარია იმაზე, თუ სადაა პოპულარული რუმის შემოქმედება, ხოლო მეორე აბზაცი ეხება მისი შემოქმედების თავისებურებებს და ბოლოში ისევ საუბარია იმაზე, თუ სადაა ყველაზე პოპულარული. შესაბამისად, არეულია წყობა. ქვეთავებიც გაუმართავი სტრუქტურითაა: მეორე, მესამე და მეოთხე ქვეთავი ცხოვრებას მოიცავს და ისინი უნდა გაერთიანდეს ერთ ზედა დონის ქვეთავში, ალბათ. ასევე, ქვეთავი „მემკვიდრეობაც“ გაუგებარია, რატომ შეიცავს ქვეთავებს „კავშირი ირანთან“ და „რელიგიური კუთვნილება“. ისიც აღსანიშნავია, რომ რელიგიასთან რუმის დამოკიდებულებას ორი ქვეთავი ეძღვნება სხვადასხვა ადგილას. არ შემიძლია არ ვთქვა ასევე, რომ ქვეთავი „სწავლება“ არ უნდა შეიცავდეს მთელს ლექსს. ამ სიტყვებით — მევლანას სურვილი, რომ სრულად ეზიაროს ღმერთს, ნათლად ჩანს მესნვის შემდეგ ლექსში: — და შემდეგ ლექსის მოყვანით ჩვენ მკითხველს კი არ ვუხსნით დესკრიფციულად, თუ რა თავისებურებებით ხასიათდება რუმის სწავლება, არამედ ვეუბნებით: „ა, ბატონო, წაიკითხე ლექსი და მიხვდები, რა არის მისი სწავლება!“ ეს არასწორია. შინაარსთან დაკავშირებითაც, ვისურვებდი, უფრო ვრცელი იყოს. მგონია, რომ განსაკუთრებით შემოქმედების ქვეთავია მწირი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სარჩეულო სტატია ეს არაა . მესმის, რომ ბევრი რამ ინგლისურიდანაა პირდაპირ თარგმნილი და იქაც ასეა, მაგრამ ინგლისური სტატიაც სწორედ ამიტომ არაა რჩეული. მომიტევოს ძირითადმა ავტორმა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დიდი ნაწილი ამ სტატიისა პირდაპირაა გადმოკოპირებული რომელიღაც ქართული ძველი წიგნიდან. Deu. 06:36, 21 სექტემბერი 2016 (UTC)
- კომენტარი: სქოლიოს ზოგიერთი ინგლისურენოვანი კომენტარიც სათარგმნია.--ILIA მომწერეთ 05:31, 22 სექტემბერი 2016 (UTC)