ვიკიპედია:სანიმუშო სტატიები

(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედია:რა არის რჩეული სტატია)

სანიმუშო სტატიებად ითვლება ვიკიპედიის ის სტატიები, რომლებიც პროექტის მონაწილეთა აზრით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე სრულად პასუხობს ვიკიპედიის მოთხოვნებს, ანუ ისინი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

შინაარსი

  • სტატია დასრულებულ წარმოდგენას უნდა იძლეოდეს სტატიის საგანზე, უნდა აღწერდეს მასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს და დეტალს.
  • ყველა გადმოცემული ცნობა უნდა იყოს სარწმუნო და კონკრეტული.
  • სტატიის პირველი წანადადება უნდა შეიცავდეს განსახილველი ცნების მოკლე და ცხად განსაზღვრებას.
  • სტატიის შინაარსი უნდა იყოს სტაბილური, მასში გადმოცემული თვალსაზრისი - საყოველთაოდ გაზიარებული. სანიმუშო სტატია არ უნდა იწვევდეს კამათს, დაწერილი იყო ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპით.
  • სტატიაში უნდა იყოს მითითებები თანამედროვე ავტორიტეტულ ლიტერატურულ წყაროებზე.

ენა

ფორმა

  • სანიმუშო სტატია არ უნდა იყოს არც ძალიან მოკლე, არც ძალიან გრძელი. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს განსახილველი საკითხის მოცულობას.
  • სტატია ფორმატირებული უნდა იყოს ვიკიპედიის წესების შესაბამისად, იყოს ვიკიფიცირებული (ჰქონდეს ლოკალური და ინტერვიკი ბმულები).
  • სტატიას უნდა ჰქონდეს მკაფიო და ლოგიკური სტრუქტურა.
  • თუ თემატიკა ამის საშუალებას იძლევა, სტატია უნდა გაფორმდეს ხარისხიანი გრაფიკული მასალებით (სურათები, რუკები, გრაფიკები).

ორიგინალურობა

  • სანიმუშო სტატია უნდა იყოს ორიგინალური ტექსტი და არა რომელიმე თავისუფალი წყაროდან სიტყვასიტყვით გადმოწერილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა იყოს ორიგინალური გამოკვლევა.

იურიდიული გამართულობა

  • სტატიაში გამოყენებული ნებისმიერი გამოსახულება უნდა იყოს უზადო კანონიერების თვალსაზრისით, ანუ არ უნდა იყოს დაცული რაიმე ლიცენზიით, რომელიც მის გამოყენებას კრძალავს ვიკიპედიაში.