ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110224175722/ლუდის ისტორია

"ლუდის ისტორია"

ჯიმშერ დგებუაძე
წარწერა რომელიც შეიცავს "საუკეთესო" ლუდის რეცეპტს. 2050 წელი ჩვენს ერამდე. შუმერების ქალაქი უძველესი ერაყის ტერიტორიაზე. [1]

ლუდი არის უძველესი სასმელი, [2][3] რომელიც თარიღდება ძვ. წ. VI ათასწლეულით. იგი ნახსენებია უძველესი ერაყის ისტორიაში.[4] ადრინდელი შუმერების ნაწერები შეიცავს ცნობებს ლუდის შესახებ. ძველი შუმერების მიერ აღვლენილი ლოცვა ქალღმერთ ნინკასის მიმართ, რომელიც ცნობილია როგორც "თხოვნა ქალღმერთ ნინკასს", ლოცვის გარდა დამატებით ფუნქციასაც ითავსებდა: მისი მეშვეობით ინახავდნენ ლუდის წარმოების რეცეპტს.[5][6]

როგორც ნივთირების უმეტესობა, ლუდიც შეიცავს ნახშირწყლებს, ძირითადად შაქარსა და სახამებელს, რომლებიც ადუღებენ ლუდს. სავარაუდოა რომ ლუდის მსაგვსი სასმელები სხვადასხვა კულტურის მქონე ყველა ხალხს ჰქონდა დამოუკიდებლად გამოგონებული. პურისა და ლუდის გამოგონება მიიჩნევა დასტურად იმისა, რომ ადამიანს ძალუძს განავითაროს ტექნოლოგია და შექმნას ცივილიზაცია. [7][8][9] უძველესი ქერის ლუდი აღმოჩენილია გოდინ ტეპეში, ირანის ცენტრალური ზაგროს მთებში, დაახლოებით ძვ.წ 3400-3000 წლებში.[10]

ლუდი შესაძლოა ქონოდათ ნეოლითის ხანის ევროპელებსაც ძვ.წ. 3000 წლიდან.[11][12]

ახალი წელთაღრიცხვით 7 საკუნეში ლუდი იწარმოებოდა ზოგიერთ ევრიოპულ მონასტერში. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ლუდის წარმოება შინამრეწველურიდან სამრეწველოში გადავიდა. შინამრეწველური წარმოების ტიპს მე-19 საუკუნის ბოლოსათვის აღარავინ იყენებდა. [13] ჰიდრომეტრისა და თერმომეტრის განვითარებამ შეცვალა ხარშვის ტექნოლოგია. ახლა უკვე მწარმოებელს საშუალება ჰქონდა გაეკონტროლებინა ხარშვის პროცესი.

დღეს, ლუდის ხარშვა არის მსოფლიო ფართოდ გავრცელებული ბიზნესი. მსოფლიო ბაზარზე არის რამდენიმე დომინანტი კომპანია და ათასობით მცირე რეგიონალური ლუდსახარში ქარხანა. [14] 133  მილიარდ ლიტრზე (35 მილიარდ გალონი) მეტი ლუდი იწარმოება, რომელთა წლიური შემოსავალი დაახლოებით 294.5  მილიარდი დოლარია (£147.7 მილიარდი) 2006 წლის მონაცემებით. [15]

ისტორიული დოკუმენტები გვიჩვენებს რომ 5,000 წლის წინათ უძველესი ჩინური ცივილიზაციები ხარშავდნენ ლუდის მაგვარ სასმელს, რომელიც ცნობილია როგორც კუი.

უძველეს მესოპოტამიაში, თიხის ფირფიტები გვაძლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუდის მხარშველის პროფესია მეტად საპატივცემულო გახლდათ. საინტერესოა, რომ ამ პროფესიის უმრავლესობა ქალი იყო. [16]

ებლას ფირფიტები, აღმოჩენილი 1974 წელს ქალაქ ებლაში, სირია, რომლებიც დათარიღებულია 2500 ძველი წელთაღრიცხვით, გვაძლევს ცნობებს რომ ამ ქალაქში იწარმოებოდა დიდი რაოდენობით ლუდი, რომელთაგან ერთ-ერთს დაარქვეს "ებლა" ქალაქის საპატივცემულოდ. [17] ადრინდელი ნაკვალევი ლუდისა და მისი ხარშვის შესახებ აღმოჩენილია ბაბილონიაში. მელუდეები იყვნენ ქალები, მათ შორის მღვდლის ცოლებიც. ლუდი აგრეთვე გამოიყენებოდა რელიგიურ რიტუალებში. ძვ. წ. 2100 წელს, ბაბილონიის მეფე ხამურაბმა გამოსცა რეგულაცია პატარა სამიკიტნოების მფლობელთათვის თავიანთი ქონების განკარგვის შესახებ.[18]

ლუდის თანმხლები აქსესუარი, როგორიცაა ლუდის დასალევი დიდი ტოლჩა აღმოჩენილია ისრაელში და დათარიღებულია ძვ.წ. 2000 წლით.[16]

 
მეთერთმეტე დინასტიის ეგვიპტის დროინდელი საცხობისა და ლუდის ქარხნის მაკეტი (დაახლოებით ძვ.წ. 2009-1998).

ლუდი გახლდათ ეგვიპტელი ფარაონების ყოველდღიური სასმელი 5,000 წლის წინათ. იგი მზადდებოდა ალაოს პურისაგან. ლუდს ეგვიპტელები ასევე რელიგიურ რიტუალებშიც აქტიურად იყენებდნენ. [19]

ლუდის როლი ძველ ეგვიპტურ საზოგადოებაში სასმელზე მეტი იყო. ხშირად, ლუდს სამკურნალოდაც იყენებდნენ. ეს სასმელი ითვლებოდა შესაფერის საჩუქრად ფარაონებისათვის. მას აგრეთვე წირავდნენ ღმერთებს.[16]

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნებს სწორედ ძველმა ეგვიპტელებმა გააცნეს ლუდის ხარშვის ტექნოლოგია. ბერძენი მწერალი სოფოკლე (ძვ.წ. 450) განიხილავს ლუდის სმის რეგულირების საკითხს, მას შემდეგ რაც იგი იკავებს ადგილს ბერძნების კულტურაში. ბერძენ ფილოსოფოსს მიაჩნია რომ საუკეთესო საკვები შედგებოდა პურის, ხორცის, სვადასხვა ბოსტნეულისა და სწორედ ლუდისაგან იგივე "ζῦθος" (ზეტოსი), როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ. [16][20] ჰაიდელბერგში აღმოჩენილ ფირფიტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ ბერძნებსაც ჰქონდათ ლუდი.[21]

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად იხვეწებოდა ლუდის ხარშვის ტექნიკა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ლუდის წარმოება ძირითადად მონასტრებში ხდებოდა. მონასტრები, ასე რომ ვთქვათ, იყო პირველი დაწესებულება სადაც ლუდს ხარშავდნენ და ამზადებდნენ გასაყიდად. ბერები აშენებდნენ ლუდის "ქარხნებს", ნაწილობრივ იმიტომაც რომ გამვლელები და პილიგრიმები მოემარაგებინათ საკვებით, თავშესაფრითა და სასმელით.[19]

იმპერატორი კარლოს დიდი, ქრისტიანული სამეფოს მფლობელი დაახლოებით ახ.წ. 770 წელს, ლუდს თვლიდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. იგი თავადაც აშენებდა ლუდის ქარხნებს. [18]

როგორც ძველ დროში, მთავარი მელუდეები შუა საუკუნეებშიც ქალები იყვნენ. ქალები ლუდის ხარშვაში მისი "გამოგონებიდანვე" ჩაერთვნენ და მას შემდეგ ამ საქმის უცვლელი წევრები აღმოჩდნენ.

პირველი ლუდი

რედაქტირება
 
ეგვიპტური ლუდის ასლი.

უძველესი თიხის ჭურჭლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა რომ ლუდი 5,000 წლის წინათაც იწარმოებოდა დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. იგი ცნობილი იყო როგორც პირველი ბიოლოგიური ინჟინერიის ნიმუში, სადაც ხდებოდა ფერმენტაცია. აგრეთვე, ახლანდემა არქეოლოგიულმა აღმოჩენებმა დაადასტურა რომ ჩინურ სოფლებში ხალხი ხარშავდა ფერმენტულ ალკოჰოლურ სასმელს ჩვენი წელთაღრიცხვით 7000 წლიდან. მათი ლუდის ხარშვის ტექნოლოგია ძველი ეგვიპტელებისა და მესოპოტამიის მცხოვრებლების მსგავსი იყო. [22]

მესოპოტამიის (უძველესი ერაყი) ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 3900 წლის შუმერული ლექსი ქალღმერთ ნინკასის მიმართ მიძღვნილი. ნინკასი ითვლებოდა როგორც ლუდის მფარველ ღმერთა. ამ ლექსში შენახულია უძველესი ლუდის რეცეპტი. [23]


ლუდი ასევე ნახსენებია გილგამეშის გადმოცემაში, რომელშიც 'ტყის კაცი' ენკიდუ ლუდის დალევის უფლებას იღებს. "...ის ჭამდა სანამ დანაყრდებოდდა, დოქებით სვამდა ლუდს, მისი გული გამალებით ფეთქვდა, მისი სახე გაბრწყინდა და სიხარულისაგან მღეროდა."

ცნობების იმის შესახებ რომ სომხეთშიც არამოებდნენ ლუდს, დაცულია ძვ.წ. 5 ათასწლეულის ქსენოფონტის ძეგლში. მან აღწერა სომხეთის ერთ-ერთი სოფელი, რომელშიც სტუმრობისას ძლიერი შთაბეჭდილებები მიიღო. ამ დასახლების შესახებ იგი თავი წიგნში წერს (ანაბასისი. წიგნი 4, V).


ლუდი გახდა Beer became vital to all the grain-growing civilizations of Eurasian and North African antiquity, including Egypt—so much so that in 1868 James Death put forward a theory in The Beer of the Bible that the manna from heaven that God gave the Israelites was a bread-based, porridge-like beer called wusa.

These beers were often thick, more of a gruel than a beverage, and drinking straws were used by the Sumerians to avoid the bitter solids left over from fermentation. Though beer was drunk in Ancient Rome, it was replaced in popularity by wine.[26] Tacitus wrote disparagingly of the beer brewed by the Germanic peoples of his day. Thracians were also known to consume beer made from rye, even since the 5th century BC, as Hellanicus of Lesbos says. Their name for beer was brutos, or brytos. The Romans called their brew cerevisia, from the Celtic word for it.

Ancient Nubians had used beer as an antibiotic medicine.[27]

  1. World's oldest beer receipt? - Free Online Library. www.thefreelibrary.com. ციტირების თარიღი: 8 May 2010.
  2. Arnold, John P. [1911] (2005). Origin and History of Beer and Brewing: From Prehistoric Times to the Beginning of Brewing Science and Technology. Cleveland, Ohio: BeerBooks. ISBN 978-0-9662084-1-2. OCLC 71834130. 
  3. Nelson, Max (2005). The barbarian's beverage: a history of beer in ancient Europe. London: Routledge, გვ. 6. ISBN 978-0-415-31121-2. OCLC 58387214. 
  4. Beer. Britannica.com.
  5. Nin-kasi: Mesopotamian Goddess of Beer. Matrifocus 2006, Johanna Stuckey. ციტირების თარიღი: 13 May 2008.
  6. Black, Jeremy A.; Cunningham, Graham; Robson, Eleanor (2004). The literature of ancient Sumer. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-926311-6. 
  7. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  8. Dornbusch, Horst (27 August 2006). „Beer: The Midwife of Civilization“. Assyrian International News Agency. ციტირების თარიღი: 4 November 2007.
  9. Protz, Roger. (2004)The Complete Guide to World Beer. ციტატა: „When people of the ancient world realised they could make bread and beer from grain, they stopped roaming and settled down to cultivate cereals in recognisable communities.“
  10. Earliest Known Chemical Evidence of Beer. University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. ციტირების თარიღი: 4 November 2007.[მკვდარი ბმული]
  11. [1] Prehistoric brewing: the true story, 22 October 2001, Archaeo News. Retrieved 13 September 2008
  12. [2] Dreher Breweries, Beer-history
  13. Cornell, Martyn (2003). Beer: The Story of the Pint. Headline. ISBN 0755311655. 
  14. Industry Browser - Consumer Non-Cyclical - Beverages (Alcoholic) - Company List. Yahoo! Finance. ციტირების თარიღი: 5 November 2007.
  15. Beer: Global Industry Guide. Research and Markets. ციტირების თარიღი: 5 November 2007.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 History of Beer. Foster's Group Home. ციტირების თარიღი: 22 November 2009. [მკვდარი ბმული]
  17. Dumper; Stanley, 2007, p.141.
  18. 18.0 18.1 I. Hornsey (2004). A History of Beer and Brewing, 1st, Royal Society of Chemistry. ISBN 0854046305. 
  19. 19.0 19.1 Ale University - Brewing Process. Merchant du Vin, (2009). ციტირების თარიღი: 12 November 2009.
  20. ζῦθος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
  21. Palaima, Thomas G, A Linear B Tablet from Heidelberg, Université de Liège
  22. McGovern PE, Zhang JZ, Tang JG et al. C (2004) Fermented beverages of pre- and proto-historic China. Proceedings of the National Academy of Sciences, USA, 101, 17593–17598.
  23. (13 April 2006) The Literature of Ancient Sumer - Google Books. books.google.co.uk. ISBN 9780199296330. ციტირების თარიღი: 21 March 2010. 
  24. (2003) A history of beer and brewing - Google Books. books.google.co.uk. ISBN 9780854046300. ციტირების თარიღი: 21 March 2010. 
  25. Anabasis, by Xenophon (book4). ebooks.adelaide.edu.au. ციტირების თარიღი: 21 March 2010.
  26. Ilaria Gozzini Giacosa, (2 May 1994) A Taste of Ancient Rome, page 191-191. University of Chicago Press, 1994 ISBN 0226290328. ISBN 9780226290324. ციტირების თარიღი: 21 March 2010. 
  27. „Ancient beer brewed to include antibiotic“. Futurity.org. 2 September 2010. ციტირების თარიღი: 21 September 2010.