ვიკიპედია:ვიკის უყვარს დედამიწა 2019

თქვენი ბოლო მოგზაურობის შემდეგ, კომპიუტერში ბუნების ძეგლების ფოტები დაგიგროვდათ? ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ „ვიკის უყვარს დედამიწის“ კონკურსში მონაწილეობით მათ მეორე სიცოცხლე აჩუქოთ. გარდა იმისა, რომ თქვენ ფოტოებს ყველა იხილავს, ის შესაძლოა ვიკიპედიაშიც განთავსდეს და ხელი შეუწყოს საქართველოს ბუნების შენარჩუნებას. კონკურსის განმავლობაში შეგროვილი თავისუფალი სურათების გამოყენება, ყველგან იქნება შესაძლებელი.

ფოტოები შესაძლებელია გადაღებული იყოს ნებისმიერ დროს. კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, რომ ფოტოები ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) 2019 წლის ივნისში აიტვირთოს... და რა თქმა უნდა ისინი თქვენს მიერ უნდა იყოს გადაღებული!

საკონტაქტო პირი
ჟიური
  • Mehman97 (ქართული ვიკიპედიის რედაქტორი)
  • MIKHEIL (ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ადმინისტრატორი და ბიუროკრატი)
  • Surprizi (ფოტოგრაფი, ქართული ვიკიპედიის რედაქტორი და აფხაზური ვიკიპედიის ადმინისტრატორი)
  • ზურაბ მათიაშვილი (ფოტოგრაფი და ქართული ვიკიპედიის რედაქტორი)
Meta-Wiki

დაგვეხმარეთ

  • უამბეთ თქვენს მეგობრებს!
  • გააზიარეთ: FacebookTwitter, გამოიყენეთ ჩვენი სოციალური მედიის ჰეშტეგები: #WLEGeorgia • #WLE2019
  • დაწერეთ ჩვენ შესახებ ბლოგებში.
  • მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში!

დრო

დაწყების დრო:
1 ივნისი 2019
ატვირთვის პერიოდი:
ივნისი 2019
დასრულების დრო:
30 ივნისი 2019
ღონისძიების შედეგების შეჯამება: 2019 წლის ივლისის ბოლო

ადგილობრივი კონკურსი

პრიზებით სამი ფოტოგრაფი დაჯილდოვდება:
პირველი პრიზი: Amazon.com-ის $300-იანი სასაჩუქრე ბარათი
მეორე პრიზი: Amazon.com-ის $200-იანი სასაჩუქრე ბარათი
მესამე პრიზი: Amazon.com-ის $100-იანი სასაჩუქრე ბარათი

სპეციალური პრიზი ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის რჩეული სურათი: Amazon.com-ის $100-იანი სასაჩუქრე ბარათი

მოგვწერეთ

ელ.ფოსტაზე: kawikimedia@gmail.com

მოგვძებნეთ:
Facebook-ზე ან

ვიკიპედიის ფორუმზე

Wiki Loves Earth
Wiki Loves Earth

ვიკის უყვარს დედამიწა (ინგლ. Wiki Loves Earth) — ვიკიპედიის საზოგადოების წევრების მიერ ვიკიმედიის ადგილობრივი წარმომადგენლობების მხარდაჭერით ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი, რომელიც მაისში ან ივნისში იმართება. მონაწილეები იღებენ მათი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის ფოტოებს და მათ ვიკისაწყობში ტვირთავენ. ღონისძიების მიზანი მონაწილე ქვეყნების ბუნებრივი მემკვიდრეობის ადგილების პოპულარიზაციაა, ასევე თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფოტოების რაოდენობის ზრდა, რომელთა გამოყენებაც ყველგან იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე წელს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ორგანიზებით აღნიშნული კონკურსი მესამედ ტარდება.

შემოგვიერთდით და ერთად შევაგროვოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების ფოტოები თავისუფალი ლიცენზიით!

სურათის ატვირთვა
პირობები

ყველა ფოტო თქვენი ნამუშევარი უნდა იყოს;
კონკურსში მონაწილეობისათვის ყველა ფოტო უნდა აიტვირთოს 2019 წლის ივნისში;
ყველა ფოტო უნდა გავრცელდეს CC BY-SA 4.0 ლიცენზიით;
ყველა ფოტო უნდა შეიცავდეს ამოცნობად ბუნების ძეგლს;
ფოტო უნდა იყოს სულ მცირე 2MP ზომის (1600 × 1200 პიქსელი);
თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ბანერის ტიპის ფოტო რომელსაც ვიკიმედიის სხვა პროექტებში გამოიყენებენ;
ორგანიზატორების მხრიდან კონტაქტისთვის მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს აქტიური ელ.ფოსტა.

მონაწილეობის მიღება

მოამზადეთ თქვენი ფოტოები საქართველოს დაცული ტერიტორიების სიიდან;
შედით სისტემაში ან შექმენით ახალი ანგარიში Wikimedia Commons-ზე;
ფოტოებს შეურჩიეთ გასაგები სახელი;
გამოიყენეთ ამ გვერდზე განთავსებული ღილაკი სურათის ატვირთვა და სიიდან ატვირთეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო;
გააზიარეთ თქვენი ატვირთული ფოტოები სოციალურ მედიაში ჩვენი ჰეშტეგებით: #WLEGeorgia #WLE2019;
და დაელოდეთ შედეგებს! წარმატებები!

ასატვირთი ფოტოები

საქართველოს დაცული ტერიტორიების სრული სია
ნაკრძალები
ეროვნული პარკები
აღკვეთილები
ბუნების ძეგლები
დაცული ლანდშაფტები