ვიკიპედია:ვიკიპედიის აზიის თვე/აზიის თვე 2016

ვიკიპედიის აზიის თვე — ვიკიმარათონი, რომელიც გაიმართება 2016 წლის ნოემბრის თვეში. მარათონი ეძღვნება აზიასთან თემატურად დაკავშირებული ახალი სტატიების შექმნასა და უკვე არსებულის გაუმჯობესებას. მარათონის მიზანია აზიასთან დაკავშირებული სტატიების შექმნა და გასწორება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ მომხმარებელს.

ყველა მომხმარებელი, რომელიც შექმნის 4 ან მეტ სტატიას, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის ღია ბარათს.

ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით ინგლ. Wikipedia Asian Ambassador.

სტატიების დამატება

სტატიის დამატების წესები
  1. სტატიების დამატება ხელსაწყო „შადრევნით“ ხორციელდება ღილაკზე „სტატიის დამატება“ დაწკაპუნებით ან ამ ბმულზე. მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ „შესვლას“ (Log in) და მიყევით ინსტრუქციას. „შესვლის“ ღილაკის გვერდით ასევე მდებარეობს ინტერფეისის ენის შესაცვლელი ღილაკი.
  2. მას შემდეგ, რაც ხელსაწყოს დახმარებით სტატიას დაამატებთ, მისი განხილვის გვერდზე ავტომატურად ჩაჯდება თარგი. სტატიის დამატების შემდეგ ჟიურის მისი შეფასების შესაძლებლობა ექნება. თქვენი შეფასებული სტატიების ხილვა აქ შეგიძლიათ.
  3. ყველა, ვისაც 4 დადებითად შეფასებული სტატია ექნება, საჩუქრად აზიის თვის ღია ბარათს მიიღებს. 15 დადებითი შეფასების მქონე სტატიის შემქმნელი 2 ბარათს მიიღებს. ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ საპატიო წოდებით დაჯილდოვდება, ასევე ის ხელმოწერილ სერთიფიკატსა და ერთ დამატებით ღია ბარათსაც მიიღებს .
  4. „შადრევნის“ დახმარებით სტატიის დამატებისას პრობლემის შექმნის შემთხვევაში მიუთითეთ ეს სტატია ამ გვერდზე და მოაწერეთ ხელი. ისინი თქვენი სახელით დაემატება.
  5. კითხვების გაჩენის შემთხვევაში იხილეთ ეს გვერდი (ინგლ.).

წესები

  • მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს (რეგისტრაციის დროს მნიშვნელობა არ აქვს).
  • მარათონში მონაწილე სტატიები უნდა აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
    • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენს მიერ 2016 წლის 1 ნოემბერი, 0:00-დან 30 ნოემბერი, 23:59 (UTC)-მდე.
    • სტატია დაწყებული უნდა იყოს თქვენს მიერ (განვრცობილი სტატიები არ მოგცემთ ღია ბარათების მიღებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას).
    • სტატიის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 3000 ბაიტი და თარგების, რესურსების, გალერეისა და სიების გარეშე შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
    • სტატიის საგანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი.
    • სტატიაში უნდა იყოს წყაროები.
    • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი.
    • სტატიაში არ უნდა იყოს თარგები რომლებიც მის არასრულყოფილებაზე მიუთითებს (მაგალითად, {{ვიკი}}, {{მიკერძოებული}}, {{წყარო}} და ა.შ.).
    • სტატია არ უნდა იყოს სია.
    • სტატია უნდა იყოს ინფორმატიული.
    • სტატია უნდა იყოს აზიის რეგიონის შესახებ (გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა).
    • ერთი ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილი სტატია უნდა შემოწმდეს სხვა ორგანიზატორების მიერ.

ლოკალური ორგანიზატორი

მონაწილეები და სტატიები

მონაწილეებისა და სტატიების სია ხელმისაწვდომია აქ. ყველა პროექტის შედეგები.

საერთაშორისო საზოგადოება

ვიკიპედიის განყოფილებები

განყოფილებები