ალინჯის ბრძოლა
(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედია:ალინჯას ბრძოლა)
ალინჯის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში ნაწილი | |||
ალინჯის ციხე | |||
თარიღი | 1398 წელი | ||
შედეგი | ქართული ჯარის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ალინჯის ბრძოლა – ბრძოლა საქართველოს სამეფოსა და თემურლენგის ჯარებს შორის.
1398 წელს თემურლენგი ინდოეთის დასაპყრობად გაემართა. ამით კი საქართველოს სამეფომ, Შირვანელებმა და სომხებმა ისარგებლეს, გიორგი VII-ის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ და კავკასიის სიახლოვეს მდგარი თემურის გარნიზონების განდევნა გადაწყვიტეს. ქართველებს ალი შაქისელიც შეურთდა და ალინჯის ციხისკენ დაიძრნენ. თავრიზში მყოფ თემურლენგის ვაჟს მირან-შაჰს ეს ყველაფერი მოახსენეს, რომელმაც ქართველების დასასჯელად გამოგზავნა თემურის ჯარი სეიფ-ედ-დინის მეთაურობით, ალინჯის ციხესთან თემურის ჯარმა მიუსწრო ქართველებს სადაც დიდი ბრძოლა გაიმართა. სეიდ ალი შაქისელი ბრძოლაᲨი დაიღუპა, თუმცა ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს. დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი.ჯავახიშვილი., ტ.III, 1982, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ.192-193
- საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ., 2008 წ. გვ. 92–93.