ვითარების გარემოება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვითარების გარემოება აღნიშნავს თუ როგორ ხდება მოქმედება. მოგვიგებს კითხვებზე: როგორ? რამდენად? რამდენჯერ? მერამდენეჯერ?

ვითარების გარემოება ახლა არა მარტო ზმნას (პირიანსა და უპიროს), არამედ ზედსართავ სახელსა და ზმნიზედასაც. მაგ: ძალიან კარგი, ოდნავ წითელი, მეტად შორს, უფრო მაღლა.

ვითარების გარემოება გადმოიცემა ზმნიზედით, სახელითა და სახელზმნით. ბრუნვის ფორმათაგან ვითარების გარემოების გადმოსაცემად გამოყენებულია სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი. ასე, მაგალითად, ვითარების გარემოება ვით თანდებულიანი სახელობით-მიცემითსა და ებრ თანდებულიანი ნათესაობითის ფორმები, ხოლო მოქმედებითი და ვითარებითი უთანდებულოა. იშვიათად ვითარების გარემოებაა ზე თანდებულიანი მიცემითის ფორმაც ზმნიზედის მნიშვნელობით. ებრ თანდებული სახელიშ ფუძესაც დაერთვის.