ვიშაქაპატნამი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიზაგი)

ვიშაქაპატნამი (ტელუგუ విశాఖపట్టణం), ასევე ვიზაგი — მთავარი საპორტო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპიროზე. 1 435 099 მოსახლით, იგი ანდჰრა-პრადეშის შტატის მეორე უმსხვილესი და ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მესამე უდიდესი ქალაქია კოლკატისა და ჩენაის შემდეგ. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჰაიდარაბადიდან 625 კმ-ით აღმოსავლეთით. ვიშაქაპატნამში განთავსებულია სახელმწიფოს კუთვნილი რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო, ფოლადის მთავარი საწარმო და გააჩნია ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო პორტი და უძველესი ნავსაშენი. მას ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთადერთს აქვს ბუნებრივი ნავსადგური.

ქალაქი
ვიშაქაპატნამი
ტელუგუ విశాఖపట్టణం
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ანდჰრა-პრადეში
კოორდინატები 17°41′18″ ჩ. გ. 83°13′07″ ა. გ. / 17.68833° ჩ. გ. 83.21861° ა. გ. / 17.68833; 83.21861
ფართობი 543 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 1 730 320 [1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 3 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი ++91-891-XXX XXXX
საფოსტო ინდექსი 530/531[2]
ვიშაქაპატნამი — ინდოეთი
ვიშაქაპატნამი
ვიშაქაპატნამი — ანდჰრა-პრადეში
ვიშაქაპატნამი

ვიშაქაპატნამს სახელი ინდუისტური მამაცობის ღმერთის — ვიშაკას პატივსაცემად ეწოდა. ქალაქი გაშენებულია აღმოსავლეთ გჰატის ბორცვებს შორის და აღმოსავლეთით გადაჰყურებს ბენგალის ყურეს. იგი ვიშაქაპატნამის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ასევე განთავსებულია ინდოეთის ფლოტის აღმოსავლეთ საზღვაო სარდლობის შტაბ-ბინა. ვიშაქაპატნამს ხშირად ბედის ქალაქს უწოდებენ,[3] ბოლო დროს კი ასევე აღმოსავლეთ სანაპიროს გოას. სანაპიროს დასავლეთ ნაწილი გამოირჩევა პლაჟებით, ბორცვებით და დრამატული ლანდშაფტით. ქალაქში ფოკუსირდება სწრაფუ ურბანული და ტურისტული განვითარება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  2. http://www.mapsofindia.com/pincode/india/andhra-pradesh/visakhapatnam/
  3. Chronology of Visakhapatnam დაარქივებული 2012-04-18 საიტზე Wayback Machine. . Hindu.com (2006-01-14). Retrieved on 2011-12-03.