ვივიენ ვესტვუდი
ვივიენ ვესტვუდი (ინგლ. Vivienne Westwood, დაბადებისას ვივიენ ისაბელ სუაირი; დ. 8 აპრილი, 1941 — გ. 29 დეკემბერი, 2022) — ინგლისელი მოდის დიზაინერი. ცნობილია თანამედროვე პანკისა და ახალი ტალღის მოდის მეინსტრიმში შემოტანისთვის. მალკოლმ მაკლარენის წყალობით, მისი სახელი სექს პისტოლზს უკავშირდება, რომელთან ერთადაც 1970-იან წლებში კინგზ როუდზე, ლონდონში ბუტიკი სახელწოდებით „სექსი“ ჰქონდა გახსნილი.
ვივიენ ვესტვუდი | |
---|---|
2011 წელს | |
მშობლიური სახელი | Vivienne Westwood |
დაბადების სახელი | ვივიენ ისაბელ სუაირი |
დაბადების თარიღი |
8 აპრილი, 1941 ტინტვისტი, ჩეშირი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
29 დეკემბერი, 2022 (81 წლის)[1] ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
ეთნიკურად | ინგლისელი |
ალმა-მატერი | უესტმინსტერის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მოდის დიზაინერი |
მეუღლე(ები) |
|
ჯილდოები | |
საიტი | viviennewestwood.co.uk |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაკავებული იყო საიუველირო ნაკეთობებით. 1970-იან წლებში მუშაობდა მუსიკოს და მხატვარ მალკოლმ მაკლარენთან ერთად: მომდგარი და სპეციალურად გახეული ლატექსისა და ტყავის ტანისამოსი მოქლონებით (კოლექცია, 1976), ფეხბურთის მაისურები პორნოგრაფიული წარწერებით. ვესტვუდის მიერ ჯგუფ „სექს პისტოლზისათვის“ შექმნილი ტანსაცმელი მოდაში პანკის მოძრაობის ესთეტიკის კლასიკური განსახიერება გახდა. 1981 წლის კოლექციაში („მეკობრე“) გამოჩნდა ვესტვუდის სტილისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: ისტორიული კოსტიუმებისადმი მიდრეკილება, ასიმეტრიული გამოჭრილობა, მრავალფენიანობა, გეომეტრიასთან და პროპორციებთან თამაში, ფაქტურათა და მოხატულობათა კონტრასტი. ყოველ კოლექციისათვის შემუშავებული იყო განსაზღვრული თემა: კრინოლინისა — „მინი კრინი“-ში (1985), ინგლისური კოსტიუმისა — „ტვიდ ჰარის“-ში (1987). ექსპერიმენტებს ატარებდა გამოჭრილობებში (ტურნიურის გადაქცევა თანამედროვე ტანსაცმლის ელემენტად) და სხვ.[2]
მიღებული ჰქონდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (2006).[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ვივიენ ვესტვუდი – No Man’s Land დაარქივებული 2021-04-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Fashion designer Dame Vivienne Westwood has died at the age of 81“. Sky News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Гусева А. В. Уэствуд, Вествуд Вивьен // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 167.