ვივეკა ერიქსონი
ვივეკა ერიქსონი (შვედ. Viveka Eriksson; დ. 18 აგვისტო 1956, ფინეთი) — ფინელი პოლიტიკოსი. 2007-2011 წლებში ალანდის კუნძლების ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრემიერ-მინისტრი.
ვივეკა ერიქსონი | |
ალანდის კუნძულების პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2007 – 2011 | |
წინამორბედი | როგერ ნორდლუნდი |
მემკვიდრე | კამილა გუნელი |
ალანდის კუნძლების პარლამენტის სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2001 – 2005 | |
წინამორბედი | რაგნარ ერლანდსონი |
მემკვიდრე | ბარბრო სუნდბეკი |
დაბადებული | 18 აგვისტო, 1956 ფინეთი |
პოლიტიკური პარტია | ალანდის ლიბერალური პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებავივეკა ერიქსონი დაიბადა 1956 წლის 18 აგვისტოს. 1995 წლიდან არის ალანდის კუნძლების პარლამენტის წევრი. 1999-2001 წლებში პარლამენტში ლიბერალური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელია, ხოლო 2004 წლიდან ალანდის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეა.[1] 1999-2001 წლებში ასევე ეკავა პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. 2000-2001 და 2005-2007 წლებში პარლამენტის ვიცე-სპიკერია, ხოლო 2001-2005 წლებში ალანდის კუნძლების პარლამენტის პირველი ქალი-სპიკერი.[2]
2007 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის ნოემბრამდე ალანდის კუნძულების მთავრობის პრემიერ-მინისტრია, ხოლო 2011 წლიდან კვლავ პარლამენტის დეპუტატი და ალანდის ლიბერალური პარტიის ლიდერია.