ვიეტნამისტიკა
ვიეტნამისტიკა (ვიეტნამურად Việt Nam học, ან Nghiên cứu Việt Nam) — აკადემიური დისციპლინა და სპეციალობა, რომელიც ვიეტთა ენის, ისტორიისა და დღევანდელი ვიეტნამის კულტურის შესწავლითა და მეცნიერული კვლევითაა დაკავებული.
ყოველივეს მიზანი სხვადასხვა თეორიულად და მეთოდოლოგიურად შემუშავებული ვიეტნამისტიკური დისციპლინისა, უპირველეს ყოვლისა კი ჰუმანიტარული და საზოგადოებათმცოდნეობითი კვლევის სფეროში, არის ვიეტნამური ენის, ისტორიის ღრმა წვდომა, მთლიანად ამ ქვეყნის კულტურის უკეთ გაგება.
ვიეტნამისტიკა, როგორც დარგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (ძირითადად მაინც ფილოლოგიური განხრით: ამერიკა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, რუსეთი) საუნივერსიტეტო სწავლებას ეფუძნება, ხოლო საქართველოში, სადაც მას ჯერ კიდევ იმ ე.წ. დარგებს მიათვლიან, რომელთა დაფუძნება ჯერჯერობით ვერადავერ მოხერხდა.
ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში ამ ენის სწავლის მსურველთ კლასიკურ საენათმეცნიერო განათლების მიღებასთან ერთად სთავაზობენ ასევე ე. წ. აღმოსავლეთ აზიის „ლათინურს“ — კლასიკური ჩინური (სადამწერლობო) ენის შესწავლას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიეტნამის ონლაინ გაკვეთილები დაარქივებული 2009-10-10 საიტზე Wayback Machine. ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტისაგან
- შეისწავლე ვიეტთა ენა
- ვიეტნამური ენის შესავალი კურსი
- ვიეტნამური ენის საბაზისო კურსი