ვეჯინის პირველი გვირაბი
ვეჯინის პირველი გვირაბი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ყოვლადწმიდის ეკლესიიდან 50 მეტრზე. ძეგლი განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ვეჯინის გვირაბი აღმოაჩინეს 2009 წელს მიწის სამუშაოების დროს. გვირაბი გაჭრილია პატარა ბორცვში, თიხნარ მიწაში. გვირაბი თაღოვანია. მისი სიგრძეა 17 მეტრი, სიგანე 0,6-0,7 მეტრი, სიმაღლე - 1,5-1,7 მეტრი. გვირაბი დაზიანებულია: დასავლეთით და აღმოსავლეთით ჩაკეტილია ჩამოქცეული მიწით. შესასვლელი, სავარაუდოდ, ყოვლადწმიდის ეკლესიის მახლობლად უნდა იყოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მოსულიშვილი ი., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 115.