ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვეძისხევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტში. დგას ნასოფლარ ვეძისხევის შუაში, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ზევითკენ შევიწროებული. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. გარე კედლების ზედაპირი, გასწორებულია ბათქაშით, კედლების ზემოთა ნაწილი - შეულესავია და საპირე ქვებიც შედარებით წვრილია.

კოშკის პირველი სართული სანახევროდ ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. დასავლეთ კედელში სამი სათოფურია, მათგან ერთი შეწყვილებულია, ორი - ცალმაგი.

კოშკში შესასვლელი დასავლეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. კარი გარედან თაღოვანია, გამოყვანილია აგურით. ხოლო შიგნიდან ფიცრული გადახურვა ჰქონია. შესასვლელის პირდაპირ, აღმოსავლეთ კედლის შუაში, აგურით ნაწყობი, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია. რომლის გვერდებზე თითო ცალმაგი სათოფურია. მსგავსი სათოფური დასავლეთ კედელში, სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთანაცაა. ორი შეწყვილებული სათოფური - სამხრეთით, თითო-თითო კი - ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშია. ჩრდილოეთ სათოფურის ორივე მხარეს თითო პატარა, შეისრულთაღოვანი თახჩაა.

კოშკის მესამე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი ცალმაგი სათოფურია. მათგან აღმოსავლეთ და დასავლეთ სათოფურებს შორის თითო სწორკუთხა თახჩაა მოწყობილი. ერთი მსგავსი თახჩა ჩრდილოეთ კედლის შუაშიცაა. მეოთხე სართულის კედლები ნაწილობრივ დანგრეულია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში, თითო პარალელურწირთხლებიანი, თარაზულად გადახურული სარკმელია. დასავლეთ კედლის შუაში კი სწორკუთხა თახჩაა. მის ორივე მხარეს თითო სათოფურია. ორი სათოფურია აღმოსავლეთ კედელშიც - სარკმლის გვერდებზე. კოშკის სართულშუა გადახურვა გამართული ყოფილა ხის ძელებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება