ვეძების ეკლესია
ვეძების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეძებში. მდებარეობს სოფლის მახლობლად, ციხეებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. იგი გეგმით სწორკუთხაა (7,6 X 6,2 მ), ნაშენია რიყის ქვით და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის ძირია შემორჩენილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში გეგმით ოვალური თაღოვანი ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 80.