ვეძა
ვეძა — მჟავე მინერალური წყაროების ზოგადი სახელი საქართველოში, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: „მომჟაო წყარო ბუნ(ე)ბით“, „მჟავე წყარო“, „მლაშე წყალი“.[1] სიტყვა „ვეძა“ საფუძვლად უდევს არაერთ გეოგრაფიულ სახელს საქართველოში: ვეძათხევი (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ვეძები (ახმეტის მუნიციპალიტეტი), ვეძათხევი (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ვეძისი (ქ. თბილისის უბანი), ვეძისხევი (ყვარლის მუნიციპალიტეტი) და სხვ.[2]