ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები)

ვესტ-აილენდი (ინგლ. West Island) — ავსტრალიის კუთვნილი გარე ტერიტორიის ქოქოსის კუნძულების დედაქალაქი. ავსტრალიიდან დაშორებულია 2100 კილომეტრით. მოსახლეობა — 133 კაცი[1] (2011). ის ორი დასახლებული კუნძულიდან ერთ-ერთია (მეორეა სოფელი ბანტამი — 421 კაცი (2011) ჰოუმ-აილენდის კუნძულზე). მოსახლეობის დიდი ნაწილი მალაელია.

დედაქალაქი
ვესტ-აილენდი
ინგლ. West Island
ქვეყანა ქოქოსის კუნძულების დროშა ქოქოსის კუნძულები
დაქვემდებარება დედაქალაქი
გარე ტერიტორია ქოქოსის კუნძულები
კოორდინატები 12°11′13″ ს. გ. 96°49′42″ ა. გ. / 12.18694° ს. გ. 96.82833° ა. გ. / -12.18694; 96.82833
ფართობი 6,2 კმ²
მოსახლეობა 133 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 21,45 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა მალაელები
სასაათო სარტყელი UTC6:30
ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები) — დედამიწა
ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები)

გეოგრაფია რედაქტირება

ვესტ-აილენდი მდებარეობს იმავე დასახელების კუნძულზე და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავმოყრილია კუნძულის ცენტრში. აქ არის საავადმყოფო, რამდენიმე ოტელი და კაფე. კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებზე გაშენებულია პალმის პლანტაციები. ჩრდილოეთით ცისტერნებისათვის გამოყოფილია ადგილი საწვავის შესანახად. იქვე მდებარეობს პლაჟი და იზოლირებული ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული აეროპორტის გვერდით მოქმედებს მეტეოროლოგიური ობსერვატორია. კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს 1995 წელს შექმნილი პულუს ეროვნული პარკი (Pulu Keeling National Park).[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის აღწერა Citypopulation (2011)
  2. Pulu Keeling National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2011-09-24.