ვესტეროსის რიქსდაგები
ვესტეროსის რიქსდაგები — შვედეთის რიქსდაგის შეკრებები ქალაქ ვესტეროსში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1527 და 1544 წლების რიქსდაგებს, რომლებზეც იურიდიულად გაფორმდა და განმტკიცდა რეფორმაცია შვედეთში. 1527 წლის რიქსდაგის თანახმად ეპისკოპოსებს მეფისთვის უნდა დაეთმოთ თავიანთი მიწები, ხოლო თავადაზნაურთა მიწები, რომმლებიც 1454 წლიდან საეკლესიო მფლობელობაში იყო, თავდაპირველ მესაკუთრეებს უნდა დაბრუნებოდათ. საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნა დაექვემდებარა სამეფო კონტროლს. ნებადართული იქნა ლუთერანობის ქადაგება. 1544 წლის რიქსდაგზე მოიწონეს ლუთერანობის სჯული და საეკლესიო წესი. შვედეთი გამოცხადდა მემკვიდრეობით მონარქიად და ტახტი დაემკვიდრა ვაზას დინასტიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 382.