ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია
ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია (ინგლ. Minamata Convention on Mercury) ― საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის ნაერთების ანთროპოგენული ემისიისა და გაჟონვისგან. კონვენცია სამწლიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა, რის შემდეგაც 2013 წლის 19 იანვარს, ჟენევაში, თითქმის 140 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კონვენციის ტექსტი დაამტკიცეს. კონვენციას ხელი მოაწერეს იმავე წლის 10 ოქტომბერს, კუმამოტოში, იაპონიაში, გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაზე. კონვენციას სახელი ეწოდა იაპონიის ქალაქ მინამატის შესაბამისად. დასახელებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ქალაქი ვერცხლისწყლით მოწამვლისა და მინამატის დაავადების ეპიცენტრი იყო. მომდევნო ათწლეულებში ამ საერთაშორისო ხელშეკრულებამ ხელი უნდა შეუწყოს ვერცხლისწყლით დაბინძურების შემცირებას.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bailey, Marianne. Minamata Convention on Mercury (24 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014.