ვერსე-მერი
ვერსე-მერი (ნიდერლ. Veerse Meer; აგრეთვე Veerse Gat) — ხელოვნური ტბა ლაგუნა ნიდერლანდში, ზელანდიის პროვინციაში. ჩრდილოეთის ზღვას გამოეყო 1961 წელს. მანამდე პირდაპირი კავშირი ჰქონდა ზღვასთან. ამჟამად ვერსე-მერით წარეცხილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვალხერენის ნახევარკუნძული და ტბა ზეიდ-ბეველანდის ნახევარკუნძულსა და კუნძულ ნორდ-ბეველანდს ჰყოფს ზელანდიის პროვინციაში. ტბის სიგრძეა 22 კმ, სიგანე ადგილ-ადგილ 1500 მ. ვერსე-მერის ტბაში არის 13 პატარა დაუსახლებელი კუნძული. ზოგიერთი გაუშიშვლებელი მარჩხობი მოქცევის შედეგად ნაკრძალად გადაიქცა, ზოგიც დღეისათვის წყლის სპორტის სახეობების პოპულარული ადგილია.
ვერსე-მერი | |
---|---|
ვერსე-მერის ტბა | |
კოორდინატები: 51°31′ ჩ. გ. 3°43′ ა. გ. / 51.517° ჩ. გ. 3.717° ა. გ. | |
მდებარეობა | ნიდერლანდი |
სიგრძე | 22 კმ |
სიგანე | 1,500 კმ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: