მთავარი მენიუს გახსნა

ვერნ ჯეი ტროიერი (ინგლ. Verne Jay Troyer; დ. 1 იანვარი, 1969 — გ. 21 აპრილი, 2018, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა ფილმ „ოსტინ პაუერსში“ შესრულებული მინი-მეს როლით. ტროიერი ცნობილია აგრეთვე როლით ფილმში: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ტროიერი ჯუჯა იყო (81 სმ).

ვერნ ტროიერი
Verne Troyer Chiller Theatre Expo 2017-10-28.jpg
ვერნ ტროიერი 2017 წელს
დაბ. სახელი ვერნ ტროიერი
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1969
სტერჯისი, აშშ
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 2018
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994–2018

ვერნ ტროიერი დაიბადა მიჩიგანში, ქალაქ სტერჯისში, მამამისის — რუბენ ტროიერისა და დედამისის — სიუზენის ოჯახში.[1] ჰყავს და-ძმა, შესაბამისად დებორა და დევონი. გაიზარდა მიჩიგანში. 1987 წელს დაამთავრა სკოლა. მისი კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ჩვილი ბავშვი გასეირნებაზე“, სადაც გვევლინება ბავშვის დუბლიორად. 1999 წლამდე ტროიერი ძირითადად მუშაობდა კასკადიორად. ასევე ეპიზოდურ როლებს ღებულობდა ფილმებში. პოპულარობა მოუტანა მინი-მეს როლმა ფილმში „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“.

2004 წლის 22 თებერვალს ვერნ ტროიერმა იქორწინა ჟენევიევ გალენზე, თუმცა მათი ქორწინებაში ყოფნა ანულირებული იყო მეორე დღესვე. ცხოვრობდა კალიფორნიაში, ჰოლივუდში. ვერნ ტროიერი 2018 წლის 21 აპრილს ალკოჰოლის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ფილმოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Verne Troyer Biography (1969-) from FilmReference.com