ვერნიკეს არე
ვერნიკეს არე — ტვინის ზონა. წარმოადგენს ცერებრალური ქერქის მეტყველებასთან დაკავშირებული ორი ნაწილიდან ერთ-ერთს (მეორე არის ბროკას არე). მონაწილეობს წერილობითი და სამეტყველო ენის წარმოებაში.
ვერნიკეს არე მდებარეობს ბროდმანის რეგიონ 22-ში, დომინანტურ ცერებრალურ ნახევარსფეროში. დომინანტური ნახევარსფერო მარცხენაა მემარჯვენე ინდივიდების 95% -ში, ხოლო მემარცხენეთა შემთხვევაში — 60%-ში.[1][2]
ბროკას წილის მსგავსად, ვერნიკეს წილიც იმ ავადმყოფების აუტოპსიის საშუალებით აღმოაჩინეს, ვისაც მეტყველების პრობლემები ახასიათებდათ. გერმანელ ნევროლოგ კარლ ვერნიკეს ჰყავდა პაციენტი, რომელსაც საკმაოდ კარგად შეეძლო ლაპარაკი, მაგრამ ვერ იგებდა სხვის ნათქვამს. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ვერნეკემ საფეთქლის წილის ზედა ნაწილში იპოვა დაზიანება. მან სწორად ივარაუდა, რომ ხსენებული ზონა პასუხისმგებელი იყო ნათქვამის სწორად გააზრებაზე. ამ ტიპის აფაზია ცნობილია როგორც ვერნიკეს აფაზია, ან აღქმადი აფაზია.[3]
იმისდა მიუხედავად, რომ ბროკასა და ვერნიკეს არეები სხვადასხვა წილშია, ისინი საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან. მათ აკავშირებს ნერვების ტრაქტი, რომელსაც arcuate fascilicus ეწოდება, ასევე ახლახან აღმოჩენილი სხვა ტრაქტი.[4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Boeree C.G.. (2004)Speech and the brain.
- ↑ Bogen J.E. & Bogen G.M. 1976. Wernicke's region – where is it?. Annals of the New York Academy of Sciences 280: 834–43.
- ↑ Aphasia: signs & symptoms. American Speech-Language-Hearing Association.
- ↑ Catani M. & Jones D.K. 2005. Perisylvian language networks of the human brain. Annals of Neurology 57 (1): 8–16.
- ↑ Catani M. & de Schotten M.T. 2012. Atlas of human brain connections. Oxford University Press.