ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აუტოპსია — პროცედურა, რომელიც გვამზე ტარდება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.[1] აუტოპსია აჩვენებს ყველანაირ დაავადებას და დაზიანებას გვამზე. ამ პროცედურას ასრულებს სპეციალური დოქტორი, რომელსაც ეწოდება „პათოლოგ-ანატომი“.

რემბრანდტის ცნობილ სურათში „ექიმ ნიკოლას ტულპის ანატომიის გაკვეთილი“ ასახულია გვამის გაკვეთა.

აუტოპსია ხორციელდება მხოლოდ იურიდიული და სამედიცინო დაკვირვების მიზნით. მაგალითად სასამართლო აუტოპსია ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ სიკვდილის მიზეზი არის მკვლელობა, ხოლო კლინიკური აუტოპსია ხორციელდება გარდაცვალების სამედიცინო მიზეზით და გამოიყენება შემთხვევითი ან გაურკვევლი სიკვდილის შემთხვევაში ან კვლევის მიზნით. აუტოპსია კლასიფიცირებული შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც გარე ტესტირება არ არის საკმარისი და იმ შემთხვევაში, თუ სხეულის დანაწევრება და შიდა გამოკვლევაა აუცილებელი. ზოგიერთ შემთხვევაში აუტოპსიის ჩასატარებლად შეიძლება საჭირო გახდეს, გარდაცვლილის უახლოესი ნათესავებისგან ნებართვის აღება. როდესაც აუტოპსია სრულდება სხეულის აღდგენა ხდება ჭრილობებზე ნაკერების დადების საშუალებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • S1-Leitlinie Die rechtsmedizinische Leichenöffnung der Deutschen Gesellschaft für Rechtsmedizin. In: AWMF online (Stand 2012)
  • Walter Artelt: Die ältesten Nachrichten über die Sektion menschlicher Leichen im mittelalterlichen Abendland. Berlin 1940 (= Abhandlungen zur Geschichte der Medizin und der Naturwissenschaften, 34).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
  1. ავტოფსია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აუტოპსია“-დან