ვერა რუბინი
ვერა ფლორენს კუპერ რუბინი (ინგლ. Vera Florence Cooper Rubin; დ. 23 ივლისი, 1928 — გ. 25 დეკემბერი, 2016) — ამერიკელი ასტრონომი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო გალაქტიკათა ბრუნვის მაჩვენებლის კვლევებში.[15][16] გალაქტიკური ბრუნვის მრუდის შესწავლის შედეგად, აღმოაჩინა შეუსაბამობა გალაქტიკების პროგნოზირებად და დაკვირვებად კუთხურ მოძრაობას შორის. გალაქტიკათა ბრუნვის პრობლემის იდენტიფიცირების მეშვეობით, მისმა კვლევებმა პირველი მტკიცებულოებები უზრუნველყო ბნელი მატერიის არსებობის შესახებ. მომდევნო ათწლეულებში ეს შედეგები დადასტურდა.[17]
ვერა რუბინი | |
---|---|
ინგლ. Vera Rubin | |
დაბ. თარიღი | 23 ივლისი, 1928[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ფილადელფია |
გარდ. თარიღი | 25 დეკემბერი, 2016[5] [1] [3] [4] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | პრინსტონი |
მოქალაქეობა | აშშ[6] |
საქმიანობა | ასტრონომი, ფიზიკოსი და მეცნიერი[7] |
მუშაობის ადგილი | ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი[8] , კორნელის უნივერსიტეტი და ვასარის კოლეჯი |
მეუღლე | Robert Joshua Rubin |
შვილ(ებ)ი | Karl Rubin და Judith Young |
ჯილდოები | მეცნიერების ეროვნული მედალი, გრუბერის პრემია კოსმოლოგიაში[9] , ჰენრი ნორის რასელის პრემია, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ბრიუსის მედალი[10] , Weizmann Women & Science Award, James Craig Watson Medal[11] , რიხტმაიერის მემორიალური პრემია[12] , Dickson Prize in Science, Women in Space Science Award, Clarivate Citation Laureates[13] და ჯონ სკოტის მედალი[14] |
აკადემიური კარიერა ვასარის კოლეჯში ასტრონომიის დამთავრებით დაიწყო, შემდეგ კი კვლევებს აწარმოებდა კორნელისა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტებში, სადაც ის აკვირდებოდა გალაქტიკებში ჰაბლის ნაკადიდან გადახრებს და უზრუნველყო გალაქტიკური სუპერგროვების არსებობის მტკიცებულება.[15][18] საკუთარი ნაშრომებისთვის კარიერის განმავლობაშივე იყო დაფასებული; მიღებული აქვს ბრიუსის მედალი, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი, მეცნიერების ეროვნული მედალი და სხვები.[19][18]
რუბინმა მთელი ცხოვრება ქალი მეცნიერების დაცვაში გაატარა და ცნობილი იყო დამწყებ ქალ მეცნიერთა მენტორობით. 2015 წელს, აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩილეში დაიწყო ობსერვატორიის მშენებლობა, რომელსაც მისი სახელი უწოდეს. The New York Times-ი მის მემკვიდრეობას აფასებს, როგორც „კოპერნიკის მასშტაბზე დიდ ცვლილებას“ კოსმოლოგიურ თეორიაში.[15][18]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ http://www.ajc.com/news/tech-science/pioneering-astronomer-vera-rubin-dies/DQjqxBSwWwrYBXHMTdiffK/
- ↑ http://www.bbc.co.uk/science/space/universe/scientists/vera_rubin
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://www.nytimes.com/2016/12/27/science/vera-rubin-astronomist-who-made-the-case-for-dark-matter-dies-at-88.html?_r=0
- ↑ https://gruber.yale.edu/cosmology-laureates
- ↑ https://phys-astro.sonoma.edu/brucemedalists/vera-rubin
- ↑ http://www.nasonline.org/programs/awards/james-craig-watson-medal.html
- ↑ https://aapt.org/Programs/awards/richtmyer.cfm
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/1951-2010.html
- ↑ 15.0 15.1 15.2 Overbye, Dennis (December 27, 2016). „Vera Rubin, 88, Dies; Opened Doors in Astronomy, and for Women“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 27, 2016.
- ↑ Pinkerton, Byrd; Hassenfeld, Noam (August 17, 2021). „Astronomers were skeptical about dark matter — until Vera Rubin came along - She built a bulletproof case for exploring the concept“. Vox. ციტირების თარიღი: August 17, 2021.
- ↑ de Swart, Jaco; Bertone, Gianfranco; van Dongen, Jeroen (2017). „How dark matter came to matter“. Nature Astronomy. 1 (59): 0059. arXiv:1703.00013. Bibcode:2017NatAs...1E..59D. doi:10.1038/s41550-017-0059. S2CID 119092226.
- ↑ 18.0 18.1 18.2 „1996 November 8 meeting of the Royal Astronomical Society“. The Observatory. 117: 129–135. June 1997. Bibcode:1997Obs...117..129.
- ↑ Domonoske, Camila (December 26, 2016). „Vera Rubin, Who Confirmed Existence Of Dark Matter, Dies At 88“. NPR News. ციტირების თარიღი: December 27, 2016.