ვერა ვასილიევა (რუს. Вера Кузьминична Васильева; დ. 30 სექტემბერი, 1925, მოსკოვი, (რსფსრ, სსრკ) — გ. 8 აგვისტო, 2023, მოსკოვის ოლქი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1986). I და III ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1948, 1951).

ვერა ვასილიევა
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1925 (1925-09-30) (98 წლის)
მოსკოვი, (რსფსრ, სსრკ)
გარდაცვალების თარიღი 8 აგვისტო, 2023 (97 წლის)
მოსკოვის ოლქი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ, დროშა: რუსეთი რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1945-2023
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ვერა ვასილიევა დაიბადა მოსკოვში 1925 წლის 30 სექტემბერს. მამამისი სოფლიდან იყო, დედა კი — ქალაქელი. ბავშვობაში ვერა დიდ დროს ატარებდა მამის სამშობლოში, კალინინის რაიონის სოფელში. დიდი სამამულო ომის დროს ვერა მოსკოვში მამასთან ერთად დარჩა. უფროსი დები სხვადასხვა ქალაქებში გააგზავნეს პროფესიების მიხედვით სამუშაოდ, დედა და უმცროსი ძმა ევაკუაციით ბაშკირეთის სოფელში მოხვდნენ. მამა სამხედრო ქარხსნაში მუშაობდა, სადაც ვერაც დადიოდა სამუშაოდ.

1943 წელს ვერა ვასილიევა შევიდა მოსკოვის თეატრალურ სასწავლებელში.[1] 1948 წელს დაამთავრა რევოლუციის თეატრთან (ახლანდელი მოსკოვის მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური თეატრი) არსებული თეატრალური სასწავლებელი. კინოში მისი დებიუტი ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1945 წელს შედგა, ეპიზოდური როლით, ფილმში „ტყუპები“. პირველი დიდი როლი კი 1947 წელს შეასრულა ივან პირიევის ფილმში „თქმულება ციმბირის მიწაზე“, რომლისთვისაც 1948 წელს I ხარისხის სტალინური პრემია მიიღო.

1948 წლიდან მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობია. თეატრში მან 60-ზე მეტი როლი შეასრულა. პარალელურად იღებდნენ კინოშიც. მისი ფილმოგრაფია 40-ზე მეტ სურათს ითვლის.

20 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მდივანი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარე. ეხმარებოდა კოლეგებს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. იყო ასევე რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.[2]

1979 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.[3]

გარდაიცვალა 2023 წლის 8 აგვისტოს თავის აგარაკზე, მოსკოვის მახლობლად. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1947 თქმულება ციმბირის მიწაზე Сказание о земле Сибирской ანასტასია გუსენკოვა
1953 ქორწილი მზითვით Свадьба с приданым ოლგა სტეპანოვა
1953 ჩუკი და გეკი Чук и Гек დედა
1965 კბილის ექიმის თავგადასავალი Похождения зубного врача ლასტოჩკინა
1965 დევნა Погоня შურა
1972-1975 გამოძიებას წარმართავენ ზნა-ტო-კე-ბი Следствие ведут ЗнаТоКи მარგარიტა, ზნამენსკის დედა
1975 29 წლის გაზაფხული Весна двадцать девятого სოფია
1982 ცოლიანი მარტოხელა Женатый холостяк მარია, გურამის მეუღლე
1983 როგორ ვიყავი ვუნდერკინდი Как я был вундеркиндом ბებია
1984 ნაბრძანებია ცოცხლად აყვანა Приказано взять живым კუზმინიჩნა
1997 ბაბუაწვერას ღვინო Вино из одуванчиков ესთერი
2012 სანამ გვიმრა ყვავის Пока цветёт папоротник იგორ კნიაზევის ბებია

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება