ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ

ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ — ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ხელშეკრულება დიპლომატიურ სამართალში. ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ დადებულია ვენაში, 1961 წლის 18 აპრილს. სახელმწიფოები, ამ კონვენციის მხარეები, აღნიშნავენ, რომ ყველა ქვეყნის ხალხები ოდითგანვე ცნობენ დიპლომატიური აგენტების სტატუსს. მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებს სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდაჭერას და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობას, დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავების მიუხედავად, შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა მხრივ გამორჩენის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ნაყოფიერად აღასრულონ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენელი ორგანოების ფუნქციები, ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც დაარეგულირებენ საკითხებს, რომლებსაც უშუალოდ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებანი.

ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ
ხელი მოეწერა 18 აპრილი, 1961
ძალაში შევიდა 24 აპრილი, 1964
ხელი მოაწერეს 60
მხარეები 190 (2014 წლის აპრილი)
ენა ჩინური
ინგლისური
ფრანგული
რუსული
ესპანური

საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება