ვენის აუზი[1] (გერმ. Wiener Becken; სლოვაკ. Viedenská kotlina, ჩეხ. Vídeňská pánev) — დანალექი აუზი ალპებისა და კარპატების მთებსა და შუა დუნაის დაბლობს შორის. ტერიტორიის 80%-ზე მეტი მოქცეულია ქვემო ავსტრიაში, დანარჩენი — ქალაქ ვენაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთშია. თითისტარის ფორმისაა. სიგრძე 50 კმ, სიგანე 200 კმ. ვენის აუზის (რომელიც ალპების ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს კარპატებისაგან ჰყოფს) ტექტონიკური დეპრესიის ჩამოყალიბება შუა მიოცენში დაიწყო, რომელიც შემდეგ განმეორებით დაწყდა ქვაბულს და გარს შემოერტყა ნასხლეტების სახით. ავსტრიის ფარგლებში მდიდარი პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო მიწებია.

ვენის აუზი

წარმოადგენს დანალექი ფენების ერთობლიობას, რომელიც იმსება ნეოგენური პერიოდიდან. დამახასიათებელია ხშირი მიწისძვრები. ძლიერი მიწისძვრა მოხდა 1590 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rees, Henry (1974). Italy, Switzerland and Austria. A Geographical Study. Harrap, London, ISBN 0-245-51993-9.