ვენერა ქურქში
ვენერა ქურქში (გერმ. Venus im Pelz) 一 ავსტრიელი მწერლის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის 1870 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც ავტორის შემოქმედებაში ყველაზე სახელგანთქმულადაა აღიარებული. რომანი, ასევე, წარმოადგენს ავტორის დაუსრულებელი სერიის - კაენის მემკვიდრეობა (Das Vermächtniß Kains) - რიგით პირველ ნაწილს, რომელიც, არასრული სახით, 1870 წელს გამოიცა, თავად ეს სერია კი ონორე დე ბალზაკის ადამიანური კომედიით იყო შთაგონებული. [1]
„ვენერა ქურქში“ | |
---|---|
Venus im Pelz | |
| |
ავტორი | ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი |
ქვეყანა | ავსტრია |
ენა | გერმანული |
გამოცემის თარიღი | 1870 |
გვერდი | 307 |
ნაწარმოები ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა დომინატრიქსი და სადომაზოხიზმი, ხოლო ამ რომანის თემები და პერსონაჟები ზახერ-მაზოხის პირადი ცხოვრებიდანაა ინსპირირებული. ქალის დომინირებისა და სადომაზოხიზმის იდეები, ისევე, როგორც ვანდა ფონ დუნაევას პერსონაჟი (რომლის პროტოტიპსაც ფენი პისტორი, აგრეთვე, ავტორის თანამედროვე ქალი მწერალი წარმოადგენდა [2]), რაც შოკისმომგვრელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ნაწარმოების პოპულარობის საფუძვლად იქცა. ზემოხსენებული ფენი პისტორი კი ავტორს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან ფარულად, ბარონესა ბოგდანოვის სახელით, მაზოხთან დაკავშირება გადაწყვიტა, საკუთარი ნაწარმოების რედაქტირებასა და მის გამოცემასთან დაკავშირებით.[3]
სწორედ ამ ნაწარმოების წყალობით დაუმკვიდრდა მაზოხს სახელი, როგორც სულისჩამდგმელი ტერმინისა - მაზოხიზმი.
ნაწარმოებმა გავლენა იქონია მრავალ შემსრულებელზე, მათ შორის Nirvana-სა და The Velvet Underground-ზე.[4] გარდა ამისა, სწორედ აღნიშნული ნაწარმოება იქცა შთაგონების წყაროდ რომან პოლანსკის 2013 წლის ფილმისთვის - ვენერა ქურქში -, რომელშიც მთავარ როლებს ემანუელ სენიე და მატიე ამალრიკი ასრულებენ.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Leopold von Sacher-Masoch, Venus im Pelz. In: Das Vermächtniß Kains – Erster Theil: Die Liebe. Stuttgart: Cotta, 1870, pp. 121–368.
- Leopold von Sacher-Masoch, Venus in Furs. In: Masochism. Zone Books, 1999.
- Leopold von Sacher-Masoch, Venus in Furs (Audiobook) released 2021 read by Zachary Johnson and Verla Bond
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Introducción de la obra en el proyecto Gutemberg. (En inglés).
- ↑ Albrecht Koschorke (April 2001). Translated by Joel Golb. „Mastery and Slavery: A Masochist Falls Asleep Reading Hegel“ (PDF). Modern Language Notes. 116 (3): 551–563. JSTOR 3251736. ციტირების თარიღი: 9 December 2022.
- ↑ Max Kaiser (2005). „Sacher-Masoch, Leopold Franz Johann Ferdinand Maria (bis 1838 Sacher Ritter von Kronenthal, Pseudonym Charlotte Arand, Zoë von Rodenbach)“. Neue Deutsche Biographie. 22. pp. 325–327. ციტირების თარიღი: 9 December 2022.
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Venus_in_Furs_(song)
- ↑ Polański's Venus in Fur in the Competition for Palme d'Or (18 April 2013).