ველოდი მირცხულავა

ველოდი (ვლადიმერ) მირცხულავა (დ. 28 დეკემბერი, 1934, სოფ. პირველი ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 14 სექტემბერი, 2023) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.

ველოდი მირცხულავა
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1934
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2023 (88 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964 წლიდან იყო ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის კოლმეურნეობის წევრი, 1966-1971 წლებში იყო სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1971 წლიდან სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციათა მუშაკი, მოძრავ-მექანიზებული კოლონა „აფხაზნაპირგამაგრების“ განყოფილების უფროსი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ველოდი მირცხულავა 2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ვირუსული ვიდეოთი გაიცნო. ცნობილ ვიდეოში, ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობით შეწუხებული ველოდი მირცხულავა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აგინებს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება