ვეკოსლავ ჰაინცელი
ვეკოსლავ ჰაინცელი ( ხორ. Vjekoslav Heinzel ; დ. 1871 წლის 21 აგვისტო — გ. 1934 წლის 1 მარტი) — ხორვატი პოლიტიკოსი, ზაგრების მერი 1920 წლიდან 1928 წლამდე. მისი მერის თანამდებობაზე ყოფნას თან ახლდა ქალაქის განვითარების მასშტაბური პროექტების განხორციელება, რამაც ხელი შეუწყო ზაგრების მნიშვნელოვან გაფართოებას.
ვეკოსლავ ჰაინცელი | |
ზაგრების მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1920 – 1928 | |
დაბადებული | 21 აგვისტო, 1871 ზაგრები, ხორვატიისა და სლავონიის სამეფო, ტრანსლეითანია, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 1 მარტი, 1934 (62 წლის) ზაგრები, სავა ბანოვინა, იუგოსლავიის სამეფო |
დაკრძალულია | მიროგოი |
განათლება | გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შტუტგარტის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალოის ჰაინცელი დაიბადა ზაგრებში, მეწარმეთა ოჯახში. იგი სწავლობდა არქიტექტურას გრაცსა და შტუტგარტში, რომელიც დაამთავრა 1893 წელს. 1896 წელს მიიღო ინდივიდუალურ არქიტექტორად მუშაობის უფლება, ჰაინცელი ზაგრების მრავალი შენობის დიზაინის ავტორი იყო. [1] 1906 წელს მან შეცვალა სახელი ალოისი და დაირქვა ვეკოსლავი. 1910 წელს ჰაინცელი აირჩიეს საქალაქო საბჭოში, ხოლო 1912 წელს ხელმძღვანელობდა ადგილობრივ სავაჭრო-სახელოსნო პალატას. იმავე წელს ჰაინცელმა შეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და გარკვეული დროით იმოგზაურა ევროპაში, რის შემდეგაც დაბრუნდა ზაგრებში, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს თავის თავზე აიღო ქალაქის საკვებით მომარაგების ორგანიზება. [1]
ჰაინცელი ფერდინანდ ბუდიცკისთან ერთად ერთ-ერთი პირველი ავტომოყვარული იყო ზაგრებში და 1906 წელს გახდა ხორვატიის საავტომობილო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან მონაწილეობა მიიღო ხორვატიის არაერთ პირველ ავტორბოლაში, მათ შორის 1912 წელს მოიგო ხორვატიისა და სლავონიის სამეფოს ჩემპიონატის პირველი რბოლა. [2]
1920 წელს, სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს არსებობის დროს, ჰაინცელი პირველად აირჩიეს ზაგრების მერად, თანამდებობაზე დარჩა 1921 წლის აგვისტომდე, როდესაც ქალაქის ადმინისტრაცია დროებით დაიშალა. 1922 წელს იგი კვლავ აირჩიეს ზაგრების მერად ხორვატიის ბლოკის კოალიციიდან.1926 და 1927 წლებში ჰაინცელი კონფლიქტში იყო პარტია "პრავასთან" და ხორვატიის გლეხთა პარტიასთან, მაგრამ ამის მიუხედავად მან შეძლო ხელახლა ყოფილიყო არჩეული მომდევნო არჩევნებზე. [1] მისი ადმინისტრაცია დაკავებული იყო ამჟამინდელი ზაგრების რაიონების პეშჩენიცეს, ტრნეს, ტრეშნევკას, მაკსიმირის და სხვ. დიდი მონაკვეთების განვითარებით. ჰაინცელის დამსახურებაა ასევე მრავალი ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობა და გაფართოება, დოლაცის ბაზრობის და ლაშჩინას გზის რეკონსტრუქცია (მოგვიანებით ცნობილი როგორც საიმიშნა და ახლა ვეკოსლავ ჰაინცელის გამზირი [3] ), ქალაქის მნიშვნელოვანი ქუჩა გადის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ზაგრების აღმოსავლეთ ნაწილში, იწყება ევგენ კვატერნიკის მოედნიდან. ყოფს ტრნესა და პეშჩენიცას რაიონებს.
1926 წლის 15 ივნისს, ჰაინცელის ზაგრების მერის პოზიციაზე ყოფნის დროს, ქალაქმა შეიძინა თავისი პირველი 0,35 კვტ რადიოგადამცემი. იმავე წლის 1 აპრილს ზაგრებში დამონტაჟდა პირველი ავტომატური სატელეფონო სადგური, რომელიც განკუთვნილი იყო 7000 სატელეფონო აბონენტზე.
თუმცა ზაგრებს ჰაინცელის საქმიანობა ძვირად დაუჯდა. ქალაქის მერს 250 მილიონი იუგოსლავიური დინარი სესხის აღება მოუწია, რაც გახდა ფართო განხილვისა და კრიტიკის საგანი. [3][4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Kolar-Dimitrijević, Mira (1994). “O zagrebačkom gospodarstveniku Vjekoslavu Heinzelu (1871. – 1934.)” (PDF). Časopis za suvremenu povijest [хорв.]. 26 (2): 257—276. Дата обращения 8 мая 2022.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Tomislav Premerl and Filip Hameršak. (2002)Heinzel, Vjekoslav (Alois). Miroslav Krleža Lexicographical Institute. ციტირების თარიღი: 8 мая 2022
- ↑ Prva automobilistička utrka. Udruga Sesvete. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 8 мая 2022
- ↑ 3.0 3.1 Zvonimir Milčec. Zagrebački gradonačelnici. ციტირების თარიღი: 8 мая 2022
- ↑ jekoslav (Alois) Heinzel // Hrvatski biografski leksikon (ხორვატ.) — 1983.