ვეზლეს სააბატო
ვეზლეს სააბატო აგრეთვე ცნობილი როგორც ვეზლეს წმინდა მარია მაგდალინელის ბაზილიკა — ბენედიქტური ყოფილი მონასტერი საფრანგეთში, იონის დეპარტამენტის კომუნა ვეზლეში. სააბატოს მთავარი - წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესია, თავისი სკულპტურებით მიჩნეულია ბურგუნდიული რომანული არქიტექტურის თვალსაჩინო შედევრად. სკულპტურების უმრავლესობა საფრანგეთის რევოლუციის დროს გაანადგურეს. 1979 წლიდან, ეკლესია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ვეზლეს ეკლესია და ბორცვი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 47°27′59″ ჩ. გ. 3°44′55″ ა. გ. / 47.46639° ჩ. გ. 3.74861° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 84 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 84 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ვეზლეს სააბატოს შესახებ პირველი ჩანაწერები IX საუკუნეს მიეკუთვნება. თავდაპირველად, ეს მიწა პარიზის გრაფ ჟერარ II-ს ეკუთვნოდა და აქ მდებარეობდა ორი მონასტერი, რომელიც ჯერ არაბებმა და შემდეგ ნორმანებმა გაანადგურეს VIII-IX საუკუნეებში. IX საუკუნის შუა წლებში, ცნობილი გახდა, რომ წმინდა მარიამის მონასტრემა წმინდა მიწაზე მარიამ მაგდალინელის ნაწილები იყიდა. ამის შემდეგ, ვეზლეში მომლოცველთა ჯგუფები მთელი ევროპიდან დაიძრა.