ვედრების ნასოფლარები
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ვედრების ნასოფლარები — ფეოდალური ხანის ორი ნასოფლარი სოფელ ვედრების მახლობლად.
პირველი ნასოფლარი მდებარეობს ვედრების ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე, შემაღლებულ ბორცვზე (სამების მთა). შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის დასავლეთი კედლის ნაწილი. შეინიშნება გალავნისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. მრავლადაა დიდი ზომის ქვები, თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები.
მეორე ნასოფლარი ასევე თანამედროვე სოფლის ჩრდილოეთითაა, გზის მარჯვენა მხარეს. შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ირგვლივ შეინიშნება სხვა ნაგებობათა ნაშთებიც. სამხრეთ-აღმოსავლეთით შემთხვევით ამოთხარეს დიდი ზომის ჩაკიდული ქვევრის ფუძე (ამჟამად დევს ეკლესიის სამხრეთ კედელთან).
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 371.